„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების
თანახმად, საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებისთვის,
დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება/დაბრუნების პროცედურები
გამარტივდა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვა ქვეყნის
მოქალაქეებიც არიან, მაგრამ ჯერ არ შეჩერებიათ საქართველოს მოქალაქის
სტატუსი, 2019 წლის 15 აგვისტომდე შესაძლებლობა ჰქონდათ, მიემართათ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოსთვის და მოეთხოვათ საქართველოს მოქალაქეობის
შენარჩუნება.
მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი
გახდა ამავე კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტში შესულიყო ცვლილება,
რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ,
2020 წლის 31 დეკემბრამდე ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის
შენარჩუნების უფლებით.
ერთი წლის მანძილზე (2019 წლის 15 აგვისტომდე) საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ამ
უფლებით მოსარგებლე პირთა მომართვიანობა მაღალი იყო - საქართველოს
მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით სააგენტოს მომართა 9348
საქართველოს მოქალაქემ. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი გახდა
ამავე კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტში შესულიყო ცვლილება, რომლის
საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, 2020 წლის
31 დეკემბრამდე ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების
უფლებით.
მასალის გამოყენების პირობები