საზოგადოება
სილამაზის სალონებში დაცული იქნება სოციალური დისტანცია და ელექტონული რიგი - ნათია თურნავა
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, სილამაზის სალონებში, რომელიც 18 მაისიდან გაიხსნება იქნება ნაკლები ადამიანი, ელექტრონული რიგი და სოციალური დისტანცია. მისივე თქმით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი იყო სილამაზის სალონები, რომელიც მცირე ბიზნესის ძალიან დიდი სეგმენტია.

„სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეებისა და მიკრომეწარმეების, ასაქმებს ბევრ ადამიანს და საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას მკაცრი სტანდარტების დაცვით 18 მაისიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა. მე და ჩემს კოლეგებსაც მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბევრ ბიზნესთან და მათ შორის სილამაზის სალონებთან და იქ დასაქმებულ ადამიანებთან, ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც იქნება დაწესებული. ეს უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები, იქნება ნაკლები ადამიანი, ელექტრონული რიგი, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები. ვფიქრობ, ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“, - განაცხადა თურნავამ.

მთავრობის გეგმის მიხედვით, სილამაზის სალონები 8 ივნისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა ვადები დაჩქარდა და 18 მაისამდე გადმოიწია.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დედოფლისწყაროში მდებარე სოფლის მეურნეობის ბაზარი მუშაობას
ხვალიდან განაახლებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის,
ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, ბაზრის შენობა დაწესებული
რეკომენდაციების შესაბამისად გარემონტდა და მოეწყო ახალი სველი
წერტილები.
დედოფლისწყაროში მდებარე სოფლის მეურნეობის ბაზარი მუშაობას ხვალიდან განაახლებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, ბაზრის შენობა დაწესებული რეკომენდაციების შესაბამისად გარემონტდა და მოეწყო ახალი სველი წერტილები.
12:09 / 03.06.2020
საქართველოში კორონავირუსით 76 წლის კაცი გარდაიცვალა. პაციენტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან იყო და რესპუბლიკურ
საავადმყოფოში მკურნალობდა.
საქართველოში კორონავირუსით 76 წლის კაცი გარდაიცვალა. პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან იყო და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
10:03 / 03.06.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს  დღის ბოლოდან 4
ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს  დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
18:03 / 02.06.2020
ქალაქ გურჯაანში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. მერის
მოადგილის თეიმურაზ ზავრაშვილის თქმით, ექვსი ქუჩა მოეწყობა.
ქალაქ გურჯაანში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება. მერის მოადგილის თეიმურაზ ზავრაშვილის თქმით, ექვსი ქუჩა მოეწყობა.
17:51 / 02.06.2020
შაბათს, 6 ივნისს გურჯაანის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას
განაახლებს. ბაზრის დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის განმარტებით,
ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
შაბათს, 6 ივნისს გურჯაანის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას განაახლებს. ბაზრის დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის განმარტებით, ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
16:58 / 02.06.2020
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4366
USD
USD
1
3.0772
GBP
GBP
1
3.8671
TRY
TRY
1
0.4542
RUB
RUB
100
4.4862
ამინდი
გურჯაანი 17 / 34 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 15 / 29 °C
img
სიღნაღი 17 / 34 °C
img
ლაგოდეხი 15 / 31 °C
img
ყვარელი 17 / 34 °C
img
თელავი 16 / 29 °C
img
ახმეტა 14 / 29 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.