,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან
შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით
იწყებს.
დღეს 11:00 საათზე თელავში მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს.
წარდგენას ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე,
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი
ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები
დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები