საზოგადოება
ადამიანისა და გარემოს მეგობრობა - ბიოსფერული რეზერვატის შექმნის წინაპირობა დედოფლისწყაროში
ევროკავშირი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, წლებია, გარემოსდაცვით ინიციატივებს უჭერს მხარს, რისთვისაც არაერთ პროექტს ახორციელებს. ერთერთი ასეთი პროექტია - „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტი აღმოსავლეთ საქართველოში კახეთის ბიოსფერული რეზერვატების დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია თუშეთისა და ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატების შექმნა.

ბიოსფერული რეზერვატი გრძელვადიან პერიოდში რეგიონის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გონივრული გამოყენების გზით. იგი ხაზს უსვამს ტერიტორიის გამორჩეულობას და ხელს უწყობს მრავალფეროვანი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

პროექტის მიზნებისთვის, კახეთის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით, მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა და სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდა. სწორედ სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მუშაობის შედეგად, მიმდინარეობს ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს შემუშავების პროცესი. დოკუმენტი იუნესკოს ნომინაციაზე რეგიონისთვის ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მოსაპოვებლად იქმნება.

„ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჯერ არცერთ ტერიტორიას არ აქვს მინიჭებული. კახეთი ამ მიმართულებით პირველი იქნება, რაც მთლიანად შეცვლის კავკასიის რეგიონის მიმართ ინტერესსაც. დოკუმენტზე მუშაობის დაწყებამდე ამ პროცესს წინ დიდი მოსამზადებელი სამუშაოები უძღვოდა - მიმდინარეობდა ფონური კვლევები, თუ რამდენად შეიძლებოდა კახეთში, დედოფლისწყაროში, ბიოსფერული რეზერვატის დაარსება. კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ ეს რეგიონი იძლეოდა საშუალებას, სადაც შესაძლებელია, დაარსდეს ბიოსფერული რეზერვატი. ამის შემდეგ, დაიწყო ახალი ეტაპი, ახალი პროექტი, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ“ - ასე აფასებს დედოფლისწყაროში ბიოსფერული რეზერვატის მნიშვნელობას კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) პროექტების კოორდინატორი ლალი თევზაძე.



ფოტოზე: ლალი თევზაძე

ლალი თევზაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით შეიძლება სრულყოფილი სურათის ასახვა დოკუმენტში, რადგან ბიოსფერული რეზერვატის რუკის შედგენისას, ვერცერთი ექსპერტი ვერ შეძლებს იმ უნიკალური ინფორმაციის შეგროვებას, რასაც თავად ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან ისინი გაცილებით უკეთ იცნობენ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ.


„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი მარგალიტი - ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, შესაბამისად, ბუნებასთან ურთიერთობა დედოფლისწყაროელი ადამიანისთვის ორგანული და გათავისებულია. ბიოსფერული რეზერვატიც დაცული ტერიტორიების ერთგვარი გაგრძელებაა. სხვაობა ის არის, რომ შეზღუდვები გაცილებით ნაკლებია და შესაბამისად ნაკლებია პოტენციური კონფლიქტი ბუნების დაცვასა და ეკონომიკურ საქმიანობას შორისაც. ბიოსფერული რეზერვატიდან მოსახლეობას დიდი სარგებლის მიღება შეუძლია, ამ სტატუსის ქვეშ, ისინი ინარჩუნებენ და უფრთხილდებიან გარემოს, ერთვებიან გარემოს დაცვის კუთხით მდგრად ბიზნესებში, ამავდროულად, იზრდება ბიზნეს სექტორის დაინტერესებაც, რაც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ბიოსფერული რეზერვატის შექმნა დედოფლისწყაროს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდის დიდ შესაძლებლობას იძლევა. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში პრინციპულად დადებით და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - ასე განმარტავს რეგიონისთვის ბიოსფერული რეზერვატის არსებობის მნიშვნელობას დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.



ფოტოზე:ნიკოლოზ ჯანიაშვილი

დედოფლისწყაროს მერი პროექტის აქტივობებზე გვიყვება, თუ როგორ იგეგმება ადგილობრივ მოსახლეობაში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, დაიწყება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ადგილობრივ მცხოვრებლებთან. შეხვედრების დაწყებას მუნიციპალიტეტში გაცილებით ადრე გეგმავდნენ, თუმცა, Covid-19-ის გამო, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია რამდენიმე თვით დაგვიანდა. ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, პროექტების სხვა დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით გამოწვევები არ შეხვედრიათ.

რაც შეეხება ცნობიერების ამაღლებასა და მოსახლეობის ინფორმირებას, ამისთვის დედოფლისწყაროში ორი ინფრასტრუქტურული პროექტი მოეწყობა, რომელზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული მიმართულება მთლიანი პროქტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ამირან კოდიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ინიციატივას დიდი ენთუზიაზმით შეუერთა, პროფესიით ეკოლოგია, რომელსაც გარემოსდაცვითი მიმართულებით 30-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. იგი ამავე პროექტის მენეჯერია და თავის გამოცდილებას ყოველ ნაბიჯზე უზიარებს როგორც პროექტში ჩართულ მხარეებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას. ამირანი გვიყვება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ბიოსფერული რეზერვატის დაარსების პროცესში:


„თუკი მოსახლეობა მეგობრულადაა განწყობილი გარემოსადმი, ბუნებისადმი და ფიქრობს იმაზე, თუ როგორ არ ავნოს, ან ნაკლებად ავნოს გარემოს, ან პირიქით, როგორ ასარგებლოს ბუნება, ჩვენ ვიღებთ ბიოსფერული რეზერვატის მდგომარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სტატუსის მიღების საშუალება გვეძლევა; ამიტომაა საჭირო, რომ მოსახლეობას ავუხსნათ - მიწა არ არის უბრალო, შავი მასა, მიწა არის ცოცხალი გარემო, ცოცხალი ეკო სისტემა, სადაც სიცოცხლე დუღს. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ამ ნიშნით დაიგეგმა, რომ მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება მიეცეთ ადამიანებს. ამისთვის, მუნიციპალიტეტის შენობაში გამოიყოფა სივრცე, რომლის სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ეს იქნება ბიოსფერული რეზერვატის საინფორმაციო ცენტრი, სადაც განთავსდება ბეჭდური მასალა, საინფორმაციო ბუკლეტები, ფოტოები დედოფლისწყაროში არსებული ბიომრავალფეროვნებისა და აგრო-ბიომრავალფეროვნების შესახებ“.




ფოტოზე:ამირან კოდიაშვილი


ამირანი საინფორმაციო ცენტრის იდეას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. გვიყვება, რომ ცენტრს ექნება ინტერაქციული დაფა, სადაც განთავსდება ინფორმაცია, თუ რა დადებითი თუ უარყოფითი მოვლენები, თუ პროექტები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში, რაც ხელს უშლის ან უწყობს რეგიონში ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მოპოვებას:


„მაგალითად, ახლა იწყება ე.წ. ხანძრების პერიოდი, როდესაც მოსავლის აღების შემდეგ მოსახლეობა იწყებს ყანების გადაწვას, ეს არის ცალსახად ცუდი მოვლენა და პრაქტიკა. ჩვენ ახლა გავხსნით ამ საინფორმაციო ცენტრს და მოსახლეობას ექნება საშუალება, მსგავსი პრობლემები გააპროტესტოს, მოვიდეს და ინტერაქციული დაფის საშუალებით განაცხადოს მსგავსი ნეგატიური მოვლენების შესახებ. ან, მაგალითად, განვათავსებთ ინფორმაციას და ავხსნით, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ამბავი, რომ წელს ქურციკების მეხუთე თაობა, რომელიც საქართველოში აქამდე გამქრალი იყო, დაიბადა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახლა ეს ცხოველი 100-ზე მეტია. ამ ეკო სისტემისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, შესაბამისად, ინტერაქციული დაფა სწორედ მსგავი ინფორმაციის მნიშვნელოვნებას გაუსვამს ხაზს. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ბიოსფერული რეზერვატი ეს არის საერთაშორისო სტატუსის ქოლგა, რომელიც გეფარება და მთელ მსოფლიოს ამცნობს, რომ აქ თუ ჩამოხვალ, ფანტასტიკურ ადგილებს ნახავ, მიირთმევ ჯანსაღ პროდუქტებს, რაც ძალიან საჭიროა ტურისტული ზონის განვითარებისთვის რეგიონში“, - აღნიშნავს იგი. 




მეორე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც რეგიონში ევროკავშირის ფარგლებში ხორციელდება, არის ფრინველთა სათვალთვალო კოშკურა. კოშკურა ბუნების ძეგლის - არწივის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს - „ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის ბიოსფერული რეზერვატი, რით განსხვავდება ის დაცული ტერიტორიისგან და რაც მთავარია, უნდა იცოდეს, რა სარგებელი ექნება ადგილობრივ მოსახლეობას ბიოსფერული რეზერვატისგან. ამისთვის პროექტში დაგეგმილია სადემონსტრაციო აქტივობები, რომელიც განკუთვნილია არა მარტო ტურისტების, არამედ, სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, მაგალითად, ასეთია კოშკურა, ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა. ეს იქნება საჯარო ადგილი, საჯარო ინფრასტრუქტურა, რომლით სარგებლობაც შეეძლება ყველა ადამიანს. ფრინველების მოყვარულ ადამიანებსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს, შესაძლებლობა ექნებათ, ბინოკლებითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობების საშუალებით, დაათვალიერონ არწივის ხეობის ბინადარი მშვენიერი ფრინველები, დაუახლოვდნენ ბუნებას, გარემოს და გაუჩნდეთ მასზე ზრუნვის სურვილი“ - ამბობს ამირან კოდიაშვილი.


კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) პროექტების კოორდინატორის, ლალი თევზაძის თქმით, პროექტის ორივე მიმართულების პარალელურ რეჟიმში აქტიურად მუშაობაა საჭირო, რადგან მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ამიტომაა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც პარალელურ რეჟიმში, რადგან დუკუმენტის მომზადებასთან ერთად, მოსახლეობაც მზად იყოს სტატუსის მოსაპოვებლად.

ბიოსფერული რეზერვატის დაარსება ნიშნავს, რომ იგი აღიარებული უნდა იყოს იუნესკოს, ადამიანის და ბიოსფეროს პროგრამის მიერ. ეს არის საერთაშორისო აღიარება და აღიარებული ტერიტორეიები. წლის ბოლოს, დეკემბერში, კახეთი წარდგება ამ ნომინაციაზე. წარდგენის შემდეგ, კომიტეტიდან სამი თვის განმავლობაში მივიღებთ შენიშვნებს, რომელსაც გავითვალისწინებთ, შევასწორებთ და ეს იქნება საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი. საბოლოოდ კი, ვფიქრობთ, დოკუმენტის წარდგენიდან დაახლოებით ორ წელში რეგიონს ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი ექნება“ - აღნიშნავს ლალი თევზაძე.


პროექტი ხორციელდება კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მიერ, ახმეტის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტს კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.




სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.





ავტორი: თამარ კურატიშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 11 / 28 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 26 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 29 °C
img
ახმეტა 14 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.