დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან,
ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით მდგომარეობა ასე გამოიყურება: თბილისში 920
შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-279, ქვემო ქართლი-112, შიდა
ქართლი-145, გურია-30, სამეგრელო - ზემო სვანეთი-120, კახეთი-117,
მცხეთა-მთიანეთი-57, სამცხე-ჯავახეთი -32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთი-21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 836,
საიდანაც, 6 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 1 068 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453
პირი.1 588 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 12 099 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე
სივრცეებში მოთავსებულია 405 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 39
105 პირი.
მასალის გამოყენების პირობები