საზოგადოება
რა დაავადებების დროს გამოიყენება ცხენისწაბლა
ცხენისწაბლა მისი განსაკუთრებული თისებების გამო, თითქმის მთელს მსოფლიოში გავრცელებული მცენარეა. მედიცინაში, მისი თესლი, ფოთოლი, ყვავილები და ქერქი გამოიყენება.

ცხენისწაბლა კარგია:სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, მას ასევე შეუძლია თირკმელში ქვების დაშლა და ეფექტური საშუალებაა ბუასილის სამკურნალოდ. ის განსაკუთრებით კარგია ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები და შეიცავს ბუნებრივ საპონინებს. ცხენისწაბლას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ამავდროულად, ხსნის შეშუპებას. ცხენისწაბლა დაგეხმარებათ, თუ შარდის ბუშტის ანთება გაწუხებთ. ეფექტურია ბრონქების ანთების სამკურნალოდ. ის აძლიერებს სისხლძაღვების კედლებს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ამცირებს სისხლის სიბლანტეს, აწესრიგებს არტერიულ წნევას. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. მისი გამოყენება ეფექტურია ათეროსკლეროზისა დროს. იყენებენ მკერდის პათოლოგიების სამკურნალოდ, მათ შორის, ეფექტურია მასტოპათიის მკურნალობისას. ცხენისწაბლას ნაყოფი და ასევე, მისი ქერქი კარგი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც. ისევე, როგორც თირკმელების პათოლოგიებისა და მარილების სამკურნალოდ.

ცხენისწაბლას ქერქის, ყვავილებისა და თესლის ნაყენს იყენებენ სიცხის დამწევ და კუჭში შემკვრელ საშუალებად. მისი დახმარებით, ასევე მკურნალობენ სხვადასხვა რევმატიულ დაავადებას, საჭმლის მონელების ქრონიკულ აშლილობას და გულის არეში ტკივილს.

გულის არეში ტკივილების სამკურნალოდ:
აიღეთ 3 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ცხენისწაბლა, დაასხით 2 ჭიქა არაყი, გააჩერეთ 2 კვირა თავდახურულ ჭურჭელში. მიიღეთ 30-35 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამის დროს.
ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ:
აიღეთ ნედლი ცხენისწაბლას ნაყოფი, გაახმეთ ორი კვირის განმავლობაში და დაფქვით. 50 გრამ დაფქულ ცხენისწაბლას დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, დააყოვნეთ ორი კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას. მიიღეთ დღეში 30-40 წვეთი სამი კვირის განმავლობაში.

ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ ასევე რეკომენდებულია ფეხის აბაზანები. 50 გრამი გამხმარი ცხენისწაბლას ყვავილები ან ნაყოფი ისევ დაფქული სახით, შეურიეთ ერთ ლიტრ წყალში. წამოადუღეთ, გააჩერეთ 2-3 საათი და მოათავსეთ მასში ფეხები 22-30 წუთის განმავლობაში

ჰემოროის სამკურნალოდ:
ცხენისწაბლას ხუთ გრამ დაქუცმაცებულ ნაყოფსა და ამდენივე ქერქს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, გადმოდგით, მაშინვე გადაწურეთ და ადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. დალიეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ.

უცილებლად გაითვალისწინეთ მისი უკუჩვენებები:
ცხენისწაბლა არ შეიძლება გამოიყენოთ თრომბოციტოპენიის, მენსტრუალური ციკლის, ორსულობისას და გასტრიტის დროს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და საკრებულოს
თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა სოფელ ჩუმლაყში, ახლადრეაბილიტირებული
მე-10 შიდა საუბნო გზა მოინახულეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა სოფელ ჩუმლაყში, ახლადრეაბილიტირებული მე-10 შიდა საუბნო გზა მოინახულეს.
13:55 / 02.03.2021
holst.ge არის ერთ-ერთი პირველი ონლაინ ჰიპერმარკეტი საქართველოში,
რომლის მისიაა მომხმარებლებს მიაწოდოს მსოფლიოში ცნობილი ბრდების
პროდუქცია. მთლიანი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა თქვენ
ისარგებლოთ მაღალი ხარისხის ნივთებითა და კომფორტული მომსახურებით.
holst.ge არის ერთ-ერთი პირველი ონლაინ ჰიპერმარკეტი საქართველოში, რომლის მისიაა მომხმარებლებს მიაწოდოს მსოფლიოში ცნობილი ბრდების პროდუქცია. მთლიანი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა თქვენ ისარგებლოთ მაღალი ხარისხის ნივთებითა და კომფორტული მომსახურებით.
19:54 / 27.02.2021
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის
გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
11:08 / 18.02.2021
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით
ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.
12:44 / 17.02.2021
სამართალი
ყვარელში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, BMW- ს მარკის ავტომობილის ძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა,  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
19:43 / 16-02-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენჯერმე ამობრუნდა და შემდეგ ხეს შეეჯახა.
15:51 / 16-02-2021
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხუთ რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ახმეტის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის გარდა ხელმძღვანელები ყველგან შეიცვალნენ.
14:15 / 12-02-2021
ეკონომიკა
გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 6-კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება და მეწყერსაშიშ ზონებში ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება.
14:05 / 11-02-2021
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურჯაანში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
14:16 / 03-02-2021
სხვა ამბები
ეს კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც კერძო სექტორს შეეძლება თუნდაც მარეგულირებელთან საუბარი კონკრეტულ ინიციატივებზე. მინდა გთხოვოთ მაქიმალური ჩართულობა ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას, რადგან ასე იქნება შესაძლებელი, მაქსიმალურად ყველას ინტერესების დაცვით განხორციელდეს ნებისმიერი რეფორმა.
14:32 / 02-03-2021
მინდა შევეხო პანდემიის შედეგებთან ბრძოლასა და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის საჭიროებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
15:51 / 23-02-2021
მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
17:14 / 18-02-2021
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს.
16:27 / 16-02-2021
ქალაქ გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის პირველ და მეექვსე კლასში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ამიტომ კლასები ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდნენ.
13:22 / 16-02-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:06 / 04-03-2021
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9640
USD
USD
1
3.3202
GBP
GBP
1
4.5835
TRY
TRY
1
0.4418
RUB
RUB
100
4.4518
ამინდი
გურჯაანი 1 / 14 °C
img
საგარეჯო -1 / 10 °C
img
დ.წყარო -3 / 14 °C
img
სიღნაღი 1 / 16 °C
img
ლაგოდეხი 1 / 14 °C
img
ყვარელი 1 / 14 °C
img
თელავი 1 / 11 °C
img
ახმეტა 0 / 11 °C
img
კალენდარი
«« მარტი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.