საზოგადოება
რა ცვლილებებია ფარული მიყურადებისა და თვალთვალის წესში
საქართველოში ფარული მოსმენისა და თვალთვალის წესი იცვლება. მთავრობამ აღნიშნულ საკითხზე ინიციატივა პარლამენტში უკვე წარადგინა. ამ ეტაპზე დაწყებულია საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა. ეს ხელისუფლებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს მნიშვნელოვნად გაუადვილებს და გამოძიების ვადებს გაზრდის.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, “JamNews”-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადა 6 თვეა, ხოლო ცვლილებების ამოქმედებიდან, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ვადა 6-დან 9 თვემდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული დანაშაულების შემთხვევაში, პირის მოსმენა და თვალთვალი შესაძლოა განუსაზღვრელი დროითაც განხორციელდეს.

საერთო ჯამში, კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგს:

-ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხანგრძლივობა 3 თვით - 9 თვემდე გაიზარდა.

-შეტყობინების წესის ცვლილება - იმ პირმა, რომელსაც სახელმწიფო უსმენს ან/და უთვალთვალებს, შესაძლოა ვერასოდეს გაიგოს მის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შესახებ

-დანაშაულებს, რომელზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, 27 სახის დანაშაული ემატება.

-ფარული მოსმენა შესაძლოა, 100 სახის დანაშაულზე უვადოდ გაგრძელდეს.

ახალი კანონის გათვალისწინებით, იმ დანაშაულების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო სტრუქტურებს მოქალაქეების თვალთვალი და მიყურადება შეეძლებათ, 360-მდე იზრდება.

პროცედურის იმდენჯერ გამეორება, „რამდენჯერაც ამას სამართლებრივი საფუძველი მოითხოვს“, შემდეგი სახის დანაშაულებზე იქნება შესაძლებელი:

განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა;
ტრეფიკინგი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება, მუქარა და სხვ;
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან რეალიზაცია;
საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული (ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა, გასაღება, ცივი იარაღის ტარება და სხვა).
უკანონო გაერთიანების შექმნა ან ხელმძღვანელობა;
პორნოგრაფიული ნაწარმის ან/და სხვა საგნის უკანონოდ დამზადება და გასაღება;
არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში. ასევე, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში;
ნარკოტიკული დანაშაულები;
კომპიუტერული დანაშაულები;
კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა;
სამოხელეო დანაშაული;
დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ;
კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებთ, მთავრობა მსგავსი კანონპროექტით „ტოტალურ კონტროლს ამყარებს“.

„მე რაც განსაკუთრებით მომხვდა თვალში, არის კანონპროექტის ტონი და სიტყვათა წყობა: ვადები შეიძლება გაგრძელდეს “იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელია…”. ასეთი შემტევი ტონი და სიტყვათა წყობა მე პირადად კანონპროექტში აქამდე არ ამომიკითხავს. ვინმეს რამე არ შეეშალოს, რასაც გვინდა, იმას ვიზამთ უფრო იკითხება, ვიდრე უფლებებზე ორიენტირებული ნება კანონმდებლისა”, – ამბობს GDI-ს ხელმძღვანელი, ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც გაავრცელა.
“პირად ცხოვრებაში მასობრივი უკანონო ჩარევების ფონზე, ნაცვლად ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისა, მმართველი გუნდი კიდევ უფრო მეტ საკანონმდებლო ბერკეტს ანიჭებს სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული კიდევ უფრო ზრდის თვითნებობის და პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო ჩარევის რისკებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ ვხვდებით კონკრეტულ დასაბუთებას და არგუმენტაციას, თუ რა გახდა ცვლილებების შემუშავების საჭიროება, ან ყოველდღიურ პრაქტიკაში რა პრობლემებს უქმნიდა მოქმედი კანონმდებლობა სამართალდამცავ ორგანოებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 15 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.