საზოგადოება
ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებს და მედიაში ბრუნდება
პარლამენტმა ზაალ უდუმაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

დადგენილებას 81 მომხრე ჰყავდა და არცერთი - წინააღმდეგი.

ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედიაში ბრუნდება:

„ეს იყო მართლაც უდიდესი გამოცდილება, დიდი პატივი, რომ ვყოფილიყავი ბრძოლის წინა ხაზზე და გამეარა ყველა ის სირთულე, რომელიც ამ პარტიამ გაიარა მთელი ამ წლების განმავლობაში. ვიქნები სუბიექტური და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თბილისის ორგანიზაციას, რომელთან ერთადაც ეს წლები გავატარე ძალიან ახლოს. დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ყოფნა და მე დარწმუნებული ვარ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მომავალში, როდესაც ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები, შეიცვლება რეჟიმი და ეს მოხდება ძალიან მალე. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ფლაგმანი ამ ცვლილებების.

მიმაჩნია, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მედიაზე. ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება, ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომლებიც მედიაში ვითარდება. ამიტომ, მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს. ვიცი, რა იქნება მთავარი შეკითხვა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ. ძალიან მალე ერთმანეთს ეთერში შევხვდებით“, –განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu