საზოგადოება
საჯარო მოხელეების ხელფასები ჯამში 50 პროცენტით გაიზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი
2022-2026 წლებში, საჯარო მოხელეების ხელფასები ყოველწლიურად, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პირველ აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 3-4 წლის განმავლობაში, ჯამში, ხელფასების მატება, დაახლოებით, 50%-ს შეადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფოს, მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა, ამიტომ სექტემბერში ბიუჯეტში ცვლილებები შევა.

იგი აღნიშნავს, რომ დამატებითი შემოსავლები მთავრობას მეტი პროექტების დაფინანსების საშუალებას მისცემს.

„ჩვენ, სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას. ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს, ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო და, რა თქმა უნდა, უფრო მეტი თანხები გვექნება გასანაწილებელი უწყებების მიხედვით, უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება იზრდება. მინდა ასევე, შევახსენო საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში, დაახლოებით 2017 წლიდან 2020 წლამდე, პრაქტიკულად არცერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც, ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩვენ თუ შევადარებთ კერძო სექტორსა და საჯარო სექტორში არსებულ შრომით ანაზღაურებას, ჩამორჩენა არის საგრძნობი და ამას სჭირდება მოწესრიგება.

ამიტომ, ჩემი დავალებით, წელს, იანვარში დავიწყეთ ამის მოწესრიგება. იანვარში 10%-ით გაიზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელისთვის. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. ჯამში, დაახლოებით, 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტენდენციებს, პროცესს, დინამიკას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება სამინისტროებს, მეტი კარგი ინიციატივები, რომლებსაც ძალიან მალე გავაჟღერებთ და დავიწყებთ სექტემბრიდან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, მთავრობამ, მმართველმა გუნდმა შევინარჩუნეთ ამ რთულ პერიოდში და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თბილისის მერია ეხმაურება მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელებით
გავრცელებულ ფოტომასალას, რომელშიც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე
რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილი გადაადგილდებოდა.
თბილისის მერია ეხმაურება მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტომასალას, რომელშიც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილი გადაადგილდებოდა.
16:49 / 10.08.2022
დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2022 წლის 8
აპრილს საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანია შპს „ვაიბერ ჯიეის“
ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის
სტატუსი მიენიჭა.
დღეს, 10 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2022 წლის 8 აპრილს საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანია შპს „ვაიბერ ჯიეის“ ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა.
16:38 / 10.08.2022
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სამ კრიტიკულ ტელევიზიას - „მთავარ
არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივის.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სამ კრიტიკულ ტელევიზიას - „მთავარ არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივის.
16:40 / 09.08.2022
საქართველოს ეროვნული ბანკი (სები) მოსახლეობას აფრთხილებს სახსრების
განთავსებისა და სხვადასხვა, ერთი შეხედვით მაღალშემოსავლიან,
სქემებში ინვესტირების რისკებთან დაკავშირებით. მათი თქმით,
კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ
კონტროლდება რომელიმე საზედამხედველო ორგანოს, მათ შორის ეროვნული
ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკურ პირებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ
ბიზნეს საქმიანობაში თანხის დაბანდებას სთავაზობდნენ.
საქართველოს ეროვნული ბანკი (სები) მოსახლეობას აფრთხილებს სახსრების განთავსებისა და სხვადასხვა, ერთი შეხედვით მაღალშემოსავლიან, სქემებში ინვესტირების რისკებთან დაკავშირებით. მათი თქმით, კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება რომელიმე საზედამხედველო ორგანოს, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკურ პირებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში თანხის დაბანდებას სთავაზობდნენ.
17:14 / 08.08.2022
სამართალი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გაჯის საწარმოები - შპს „დენმარკი“ და შპს „სამგორი ველი“ დააჯარიმა.
10:22 / 10-08-2022
დღეს, 8 აგვისტოს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ დარბაზიდან გაათავისუფლა კახელი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი, რომელიც 8 თვის წინ დააპატიმრეს.
17:10 / 08-08-2022
დღეს, 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კლინიკა „კანვენის“ ექიმს, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძეს, რომელსაც კლინიკის დირექტორის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
15:27 / 08-08-2022
ეკონომიკა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, სანიაღვრე არხებისა და გადასასვლელი ხიდ-ბოგირების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
16:00 / 10-08-2022
თბილისში კიდევ ერთი ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების მწარმოებელი საწარმო - „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა.
17:53 / 08-08-2022
სხვა ამბები
10 აგვისტოს ღამით რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე ქალაქების - მარჰანეცისა და მიროვოეს მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
15:25 / 10-08-2022
დღეიდან, 10 აგვისტოდან, ძალაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტის ზომა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ქვანახშირის იმპორტი უნდა აიკრძალოს.
15:05 / 10-08-2022
დღეს, 10 აგვისტოს, აბიტურიენტებისა და საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის სააპელაციო განაცხადის შევსებისა და მისი გადაგზავნისთვის ბოლო დღეა. გამოსაცდელებს დრო 18:00 საათამდე აქვთ.
12:23 / 10-08-2022
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ვაშინგტონის მხრიდან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში (ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში) გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის მინიჭების დოკუმენტს.
12:09 / 10-08-2022
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09-08-2022
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09-08-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 20 / 34 °C
img
საგარეჯო 21 / 33 °C
img
დ.წყარო 21 / 33 °C
img
სიღნაღი 22 / 36 °C
img
ლაგოდეხი 21 / 32 °C
img
ყვარელი 20 / 34 °C
img
თელავი 21 / 34 °C
img
ახმეტა 20 / 34 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2022 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.