საზოგადოება
„ფინანსურ პირამიდასთან“ დაკავშირებით სებ-ი მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი (სები) მოსახლეობას აფრთხილებს სახსრების განთავსებისა და სხვადასხვა, ერთი შეხედვით მაღალშემოსავლიან, სქემებში ინვესტირების რისკებთან დაკავშირებით. მათი თქმით, კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება რომელიმე საზედამხედველო ორგანოს, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკურ პირებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში თანხის დაბანდებას სთავაზობდნენ. რიგ შემთხვევაში კი, მათი საქმიანობა, "ფინანსური პირამიდის" კლასიკური მოდელის ნიშნებსაც ატარებს.


„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გააქტიურდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც ინტენსიური სარეკლამო კამპანიის საშუალებით, მოსახლეობას მოკლე ვადაში ბაზრისათვის არაადეკვატურად მაღალი სარგებლის მიღებას სთავაზობენ. უნდა აღინიშნოს, რომ "ფინანსური პირამიდის" კლასიკური მოდელისგან განსხვავებით, აღნიშნული კომპანიები თანხის გამომუშავებისთვის მომხმარებლებს არ სთავაზობენ ფინანსურ ინსტრუმენტებს, მაგალითად ანგარიშზე/დეპოზიტზე თანხის განთავსებას, შესაბამისად, მათგან ფულად სახსრებს პირდაპირ არ იზიდავენ. თუმცა, თანხის გამომუშავების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა მოქმედებების შესრულებას თხოვენ, რაც, მათ შორის, შეიძლება მოიცავდეს კომპანიის სხვადასხვა მომსახურების გამოწერას, ონლაინ სივრცეში სარეკლამო შინაარსის შემცველი ინფორმაციის გაცნობას, გავრცელებას და ამავე მიზნით ახალი მონაწილეების მოწვევას. საყურადღებოა, რომ ამ ტიპის საქმიანობის მთავარი მიზანი, ფინანსური პირამიდის მსგავსად, სქემაში რაც შეიძლება ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების არაპირდაპირი გზით მოზიდვა და არა ბიზნესის განვითარებაა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება, მით უფრო იზრდება სქემის სიცოცხლისუნარიანობა.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სების ინფორმაციით, ასეთი პირამიდული სქემები, გარკვეულწილად მდგრადია მისი შექმნის მხოლოდ საწყის ეტაპზე, თუმცა, დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა და, შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.

წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როდის დადგება სქემის დაშლის მომენტი, პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც სებში ამბობენ, ხშირად ბევრი მომხმარებლისთვის ცნობილია სქემის რისკიანობის შესახებ, მაგრამ ისინი შეგნებულად ერთვებიან ამ სქემებში იმის იმედით, რომ მათ მიერ ინვესტირებული თანხის გამომუშავებას სქემის დაშლამდე შეძლებენ.


„საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, უპირველეს ყოვლისა, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ, გაარკვიონ რეგულირდება თუ არა ასეთი კომპანია რომელიმე უწყების მიერ, და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ასეთი ტიპის რისკებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია მოქალქეებს ჯერ კიდევ 2013 წლიდან აფრთხილებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მათ ვისაც სურთ, რომ ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო
ავტომანქანის მართვის უფლება მიიღონ, გამოცდის ჩაბარება რეალურ
მოძრაობაში მოუწევთ.
მათ ვისაც სურთ, რომ ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომანქანის მართვის უფლება მიიღონ, გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში მოუწევთ.
12:15 / 05.10.2022
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში
დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
13:16 / 04.10.2022
რამდენიმე დღის წინ თორნიკე დოლენჯაშვილმა გურჯაანის მერიის წინ
საპროტესტო აქცია მოაწყო, რისთვისაც ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ
პოლიცია გამოიძახა. თორნიკე დოლენჯაშვილის თქმით, ის ცრუ ბრალდებით
დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. მისი სასამართლო დღეს, 3
ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება.
რამდენიმე დღის წინ თორნიკე დოლენჯაშვილმა გურჯაანის მერიის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო, რისთვისაც ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ პოლიცია გამოიძახა. თორნიკე დოლენჯაშვილის თქმით, ის ცრუ ბრალდებით დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. მისი სასამართლო დღეს, 3 ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება.
11:35 / 03.10.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, მომავალი
წლიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუსის თანამშრომლების ხელფასი
20 პროცენტით გაიზრდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, მომავალი წლიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუსის თანამშრომლების ხელფასი 20 პროცენტით გაიზრდება.
16:25 / 30.09.2022
სამართალი
დღემდე საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.
10:40 / 06-10-2022
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა თორნიკე დოლენჯაშვილი, რომელსაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავებოდნენ. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე გიორგი მთიულიშვილმა გამოიტანა.
21:16 / 03-10-2022
მახვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
15:39 / 29-09-2022
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
13:10 / 05-10-2022
ქალაქ გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა წელს კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი.
13:06 / 04-10-2022
სხვა ამბები
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდა.
12:54 / 05-10-2022
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმა, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, გამოაცხადა ესეების კონკურსი „წერილი ჩემს პირველ მასწავლებელს".
11:57 / 05-10-2022
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები მასწავლებლებისადმი თავიანთ გულწრფელ დამოკიდებულებას 1 წუთიანი ვიდეოს სახით გამოხატავენ. ინიციატივა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეკუთვნის.
10:50 / 05-10-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორს, წამყვან მასწავლებელს თამარ თვალიაშვილს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
17:35 / 04-10-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ჭიაურში, ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
17:07 / 04-10-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება.
13:27 / 23-09-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 23 °C
img
საგარეჯო 13 / 20 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 24 °C
img
ლაგოდეხი 12 / 23 °C
img
ყვარელი 14 / 23 °C
img
თელავი 14 / 21 °C
img
ახმეტა 14 / 21 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2022 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.