საზოგადოება
ქართული ლეგენდის ლეგენდარული პარტია - Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა დასრულდა
Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის სამართლებრივი დავა, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაიწყო, შეთანხმებით დასრულდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, შეთანხმების დეტალები არ გასაჯაროებულა.

როგორც ნონა გაფრინდაშვილის წარმომადგენელმა ადვოკატმა ალექსანდრე რუფუს-ისააკსმა განაცხადა: „მხარეები მოხარულნი არიან, რომ ეს საკითხი მოგვარებულია.“

აღნიშნული დავის მიზეზი Netflix-ის სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებული ფრაზაა, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია.

მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ გაფრინდაშვილს სერიალში აღწერილი დროის იმ პერიოდისთვის მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ მოჭადრაკე კაცებთან, მათ შორის, გროსმაისტერებთან უკვე ჰქონდა გამართული შეხვედრები.

ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, სერიალში გაჟღერებული ინფორმაცია „სექსისტური და დამამცირებელი იყო“.

იურიდიული კომპანია BLB-ის მმართველი პარტნიორის, იურისტის, კახა შარაბიძის განცხადებით, ნონა გაფრინდაშვილსა და მედიამაგნატ Netflix-სს შორის დავა დასრულდა ძალიან ეფექტურად და მოკლე დროში.

„სასიხარულოა, რომ ამ შედეგს იზიარებს მსოფლიო პრესა და თუ დააკვირდებით მსოფლიო პრესას, ჩვენი ქართველი ლეგენდა არ ჩამოდის წამყვანი მედიასაშუალებების ჰედლაინებიდან.
ყველა საერთაშორისო გამოცემა ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ამ შედეგის წინაპირობა იყო კალიფორნიის სასამართლოში ქალბატონი ნონას გამარჯვება, რითაც სასამართლომ არ გაიზიარა Netflix-სის დაცვის არცერთი არგუმენტი და მოსამართლემ არ დაადგინა, რომ მხატვრული ნაწარმოები არ წარმოადგენს დეფორმაციისგან, ანუ პატივის და ღირსების შემლახავი განცხადებისგან თავისუფალ ზონას და ეს არ ანთავისუფლებს პირს პასუხიმდგებლობისაგან.

ეს იყო პრეცენდენტი, რომელსაც ექნება მნიშვნწელობა როგორც კინოინდუსტრიაში და ასევე სამართლებრივად, ქალბატონი ნონას ამ ძალისხმევამ ეს პრეცენდენტი შექმნა სამართლის სფეროში. ეს არის ქართული ლეგენდის ლეგენდარული პარტია, რომელიც მან კიდევ ერთხელ მოიგო და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. “ - განაცხადა კახა შარაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, მორიგებაზე მოლაპარაკების ინიციატივა წამოვიდა სასამართლოდან და მანვე შესთავაზათ ავროტეტული მედიატორი, რომელის ჩართულობითაც შედგა მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება, თუმცა, იურისტმა ამ შეთანხმების პირობებზე არ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის კონფიდენციალური, რაც არის მიღებული პრაქტიკა კინოინდუსტრიაში.


„ეს არის მიღებული პრაქტიკა ამ ინდუსტრიაში. სამწუხაროდ, ჩვენ შებოჭილები ვართ პროფესიული პასუხისმგებლობის ფარგლებში და, ისევე როგორც ქალბატონი ნონა. შეთანხმების პირობები არის კონფიდენციალური და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, არ შეიძლება, რომ საჯარო იყოს. შეთანხმების ყველა გარემოება, ყველა ნიუანსი არის მკაცრად კონფიდენციალური. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა მოცემულ ვითარებაში და ეს არ განხვავდება სხვა ანალოგიური შემთხვევებისგან“, – განაცხადა ადვოკატმა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG)
სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები, საქართველოს 6 რეგიონში
შეარჩია. მათ, თანამოაზრეებთან ერთად, სოციალური მეწარმეობით
დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის
განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები, საქართველოს 6 რეგიონში შეარჩია. მათ, თანამოაზრეებთან ერთად, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
17:04 / 29.09.2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,
2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა დაგეგმილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა დაგეგმილი.
15:24 / 29.09.2023
დღეს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით და
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო
დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ
შენობაზე.
დღეს სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
11:04 / 27.09.2023
26-28 სექტემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები (YEAs) საქართველოდან
და ევროკავშირიდან დასავლეთ საქართველოში ღონისძიებების კვირეულს
გამართავენ. ინიციატივის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის
თანამშრომლობის შედეგების წარმოჩენა და გზავნილის, „მეტი ევროკავშირი
საქართველოში“ (More EU in Georgia), მნიშვნელობის გამოკვეთაა.
26-28 სექტემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები (YEAs) საქართველოდან და ევროკავშირიდან დასავლეთ საქართველოში ღონისძიებების კვირეულს გამართავენ. ინიციატივის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შედეგების წარმოჩენა და გზავნილის, „მეტი ევროკავშირი საქართველოში“ (More EU in Georgia), მნიშვნელობის გამოკვეთაა.
10:21 / 27.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 2 / 9 °C
img
საგარეჯო 2 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 8 °C
img
ლაგოდეხი 3 / 7 °C
img
ყვარელი 2 / 9 °C
img
თელავი 3 / 9 °C
img
ახმეტა 2 / 9 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.