საზოგადოება
სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა - სოლომონ პავლიაშვილი
დღეს, 16 სექტემბერს საერთაშორისო კამპანიის, „დავასუფთაოთ მსოფლიო -2022“ ღონისძიება გაიმართა, რომლის დევიზიცაა - „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ნარჩენების მართვის სტრატეგია, ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გარემოს ნარჩენებისგან დაცვის სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით, დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს. თვალსაჩინოა პროგრესი და მოქალაქეების მიდგომების ცვლილება გარემოს სისუფთავეზე ზრუნვისა და დაცვის მიმართულებით, რაც სახელმწიფოს, დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა ღონისძიებაზე.

როგორც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თავმჯომარე, ნინო ჩხობაძე აცხადებს, აღნიშნული კამპანია სახელმწიფოს, დონორებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი წარმატებული პროექტია.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 2022 წლის 16-18 სექტემბერ, კამპანიის ფარგლებში, დასუფთავების აქციები ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.

უწყებაში განმარტავენ, რომ კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო - 2022“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ამ დროისთვის, კამპანიაში 133-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. რაც შეეხება საქართველოს, იგი აღნიშნულ კამპანიას 2010 წლიდან შეუერთდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კამპანიას, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციები - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT) და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ახორციელებენ.

დღევანდელ ღონისძიებას შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მათ ვისაც სურთ, რომ ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო
ავტომანქანის მართვის უფლება მიიღონ, გამოცდის ჩაბარება რეალურ
მოძრაობაში მოუწევთ.
მათ ვისაც სურთ, რომ ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომანქანის მართვის უფლება მიიღონ, გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში მოუწევთ.
12:15 / 05.10.2022
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში
დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
13:16 / 04.10.2022
რამდენიმე დღის წინ თორნიკე დოლენჯაშვილმა გურჯაანის მერიის წინ
საპროტესტო აქცია მოაწყო, რისთვისაც ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ
პოლიცია გამოიძახა. თორნიკე დოლენჯაშვილის თქმით, ის ცრუ ბრალდებით
დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. მისი სასამართლო დღეს, 3
ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება.
რამდენიმე დღის წინ თორნიკე დოლენჯაშვილმა გურჯაანის მერიის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო, რისთვისაც ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ პოლიცია გამოიძახა. თორნიკე დოლენჯაშვილის თქმით, ის ცრუ ბრალდებით დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. მისი სასამართლო დღეს, 3 ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება.
11:35 / 03.10.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, მომავალი
წლიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუსის თანამშრომლების ხელფასი
20 პროცენტით გაიზრდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, მომავალი წლიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუსის თანამშრომლების ხელფასი 20 პროცენტით გაიზრდება.
16:25 / 30.09.2022
სამართალი
დღემდე საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.
10:40 / 06-10-2022
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა თორნიკე დოლენჯაშვილი, რომელსაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავებოდნენ. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე გიორგი მთიულიშვილმა გამოიტანა.
21:16 / 03-10-2022
მახვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
15:39 / 29-09-2022
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
13:10 / 05-10-2022
ქალაქ გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა წელს კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი.
13:06 / 04-10-2022
სხვა ამბები
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდა.
12:54 / 05-10-2022
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრიმა, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, გამოაცხადა ესეების კონკურსი „წერილი ჩემს პირველ მასწავლებელს".
11:57 / 05-10-2022
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები მასწავლებლებისადმი თავიანთ გულწრფელ დამოკიდებულებას 1 წუთიანი ვიდეოს სახით გამოხატავენ. ინიციატივა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეკუთვნის.
10:50 / 05-10-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორს, წამყვან მასწავლებელს თამარ თვალიაშვილს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
17:35 / 04-10-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ჭიაურში, ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
17:07 / 04-10-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება.
13:27 / 23-09-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 23 °C
img
საგარეჯო 13 / 20 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 24 °C
img
ლაგოდეხი 12 / 23 °C
img
ყვარელი 14 / 23 °C
img
თელავი 14 / 21 °C
img
ახმეტა 14 / 21 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2022 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.