საზოგადოება
წინდები მეომრებისთვის - აქცია გურჯაანში
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივით და გურჯაანის N1 საჯარო სკოლის კლუბ „დემოკრატების“ ჩართულობით, იწყება აქცია „წინდები მეომრებისთვის“. ორგანიზაციის კახეთის კოორდინატორის, ნანა დევიძის  განმარტებით,  წინდების მოქსოვის დაკვეთა ეტაპობრივად მოხდება.

„ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ დახმარება გაუწიოს მეომრებს უკრაინაში. ამიტომ შევიკრიბეთ თანამოაზრეები, მათ შორის N1 საჯარო სკოლის კლუბ „დემოკრატების“ ბავშვები და სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ მეომრებისთვის თბილი წინდები შეგვეგროვებინა. ერთად დგომით და გაერთიანებით, ვფიქრობ, ძალიან მარტივია ამის გაკეთება. ვისაც სახლში აქვს წინდები და არ ხმარობს მოიტანოს, ზოგს შეუძლია თავად მოქსოვოს ან ჩარიცხოს თანხა მითითებულ ანგარიშზე. თუნდაც 1 ლარით, ყველას ერთად შეგვიძლია მეგობარი სახელმწიფოს გვერდში დგომა ამ ურთულეს დროს,“- ამბობს SPEQTRI.GE-სთან საუბარში ნანა დევიძე.

წინდები შეგიძლიათ მიიტანოთ შემდეგ მისამართზე: ქ.გურჯაანი, ნონეშვილის #12, სამართლიანი არჩევნების კახეთის რეგიონალური ოფისი;

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე -GE09BG0000000539917295.
მიმღები-ნანა დევიძე
დასახელება-წინდები მეომრებისთვის.

ცნობისთვის, წინდების შეგროვება მოხდება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალტეტში, ხოლო აქცია „წინდები მეომრებისთვის“ გაგრძელდება 25 დეკემბრის ჩათვლით.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler