გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას
განცხადებით, ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში პირველად
დაარსდა ორი ბიოსფერული რეზერვატი.
როგორც ცნობილია, ბიოსფერული რეზერვატის (ბიოსფერული რეზერვატი არის
ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი
მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად) სტატუსი სამხრეთ
კავკასიის რეგიონში, არცერთ ტერიტორიას არ ჰქონია. ,,დედოფლისწყაროს
ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“
წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით.
„2022 წელს, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და სამხრეთ
კავკასიაში პირველად დაარსდა ორი ბიოსფერული რეზერვატი ახმეტისა და
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. საქართველოს უნიკალურმა
ბიომრავალფეროვნებამ UNESCO-სგან მეორედ მოიპოვა საერთაშორისო
აღიარება. 2021 წელს, საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის: კოლხეთისა და
მტირალას ეროვნული პარკების, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული
ტერიტორიების მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში დამატების
შემდეგ, 2022 წელს, UNESCO-მ ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’
(დედოფლისწყარო) და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’’ (თუშეთი)
აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა“, -
განაცხადა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“
ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის დაარსებისა და განვითარების
პოტენციალის
შესწავლა 2015 წლიდან მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები