თვითმმართველობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასამართლო პროცესი წააგო
სამწლიანი სასამართლო დავა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,თემას“ შორის დასრულდა. უზენაესმა სასამართლომ გამგეობას კომპანიისთვის 350 ათასი ლარის ანაზღაურება დააკისრა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა ნანა ჭაბუკაძემ განმარტა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა. გასაჩივრების უფლება, მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ აუზი, რომელიც ამ დრომდე არ მუშაობს, უხარისხოდაა გაკეთებული.
„საქმეს სასამართლო შპს „თემას“ სარჩელის გამო განიხილავდა. ის სპორტკომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებიდან გამომდინარე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის მილიონ ექვსასი ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა. თავის დროზე შპს „თემამ“ გამგეობასთან შეუთანხმებლად შეცვალა პროექტი. ეს დადგენილია სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ. სწორედ ამიტომ ჩვენ არ გვეკისრებოდა გადაჭარბებით შესრულებული სამუშაოების ჩაბარება. გარდა ამისა, გამგეობამ უარი უთხრა საბოლოოდ ხელშეკრულებიდან მორჩენილი თანხის ანაზღაურებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ შესრულდა განსხვავებული სამუშაოები.“
პირველი ინსტანციის სასამართლომ გურჯაანის გამგეობის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა კი ორივე მხარემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. „საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გამგეობას მილიონ ექვსასი ათასიდან დაახლოებით 350 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.“- გვითხრა ნანა ჭაბუკაძემ.

ამ საკითხმა „თავისუფალი დემოკრატების“ უკმაყოფილება გამოიწვია.
„კერძო კომპანიამ დავა რომ მოგვიგო, ეს ჩვენი არაორგანიზებულობის ბრალია. საკითხს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიქცეოდა და აქამდე არ მივიდოდით. საცურაო აუზი დღემდე არ ფუნქციონირებს და ჯარიმის გადახდა ისევ ჩვენ დაგვეკისრა.“- აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა სიმონ ქოჩორაშვილმა.

ნანა ჭაბუკაძე დეპუტატების ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ისინი საკითხში უკეთესად უნდა გარკვეულიყვნენ.
„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ჩვენ ვალდებულები ვართ ეს თანხა გადავიხადოთ. რატო გახდა ეს თემა სალაპარაკო, არ ვიცი. დეპუტატებს, რომლებმაც ეჭვი გამოთქვეს, ვურჩევ, საკითხში უფრო მეტად გაერკვნენ, რადგან ეს ძალიან რთული კატეგორიის საქმე იყო. თუ ეს თემა აინტერესებდათ, ნებისმიერ დროს შეეძლოთ განმარტება მიეღოთ. რაც შეეხება სპორტკომპლექსს, შენობა ფუნქციონირებს, მხოლოდ აუზია დაზიანებული. ექსპერტიზა დაადგენს ვისი ბრალია და იმასაც დროთა განმავლობაში მივხედავთ“.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას ობიექტი ამ დრომდე არ ჩაუბარებია. სასამართლო დავა მუნიციპალიტეტსა და სპორტკომპლექსში სამუშაოების მწარმოებელ შპს ,,თემას,, შორის სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგები
გამოქვეყნდა. თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტების
გამჭვირვალობის ხარისხი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგები გამოქვეყნდა. თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის ხარისხი.
10:35 / 22.11.2023
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის
საქმიანობის აუდიტის შედეგებიდან ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის
მერიის საქმიანობაში დარღვევათა 14 პუნქტი გამოვლინდა და გაიცა 9
შესაბამისი რეკომენდაცია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის შედეგებიდან ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში დარღვევათა 14 პუნქტი გამოვლინდა და გაიცა 9 შესაბამისი რეკომენდაცია.
13:18 / 15.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 17 °C
img
საგარეჯო 9 / 21 °C
img
დ.წყარო 6 / 16 °C
img
სიღნაღი 8 / 18 °C
img
ლაგოდეხი 8 / 13 °C
img
ყვარელი 8 / 17 °C
img
თელავი 9 / 22 °C
img
ახმეტა 8 / 22 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.