განათლება
აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მივლენ
შეფასებიდა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცვლილებებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექნიკურ ნაწილშიც გეგმავს.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, აბიტურიენტები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას გამოცდაზე მათთვის გადაცემული სამუშაო კალმების გამო, ამიტომ მათ საკუთარი კალმის შეტანის უფლება ექნებათ.
„არის ხოლმე პრეტენზიები კალმების გამო, ჩვენ ყოველ წელიწადს ვყიდულობთ, მაგრამ წელს ვფიქრობთ, ყველა აბიტურიენტს მივცეთ უფლება, რომ გამოცდაზე საკუთარი კალამი შეიტანოს. თუ არ მოსწონს 90–თეთრიანი ტუშიანი კალამი, შეუძლია 2–ლარიანი იყიდოს, ოღონდ თავად იქნება პასუხისმგებელი მის ვარგისიანობაზე“,

მისივე თქმით, ხშირია პრეტენზიები საგამოცდო ცენტრის კონდინციონერის გამოც.
„მოგეხსენებათ, ცენტრები ძირითადად განთავსებულია საჯარო სკოლებში, ამიტომ გაგრილების სისტემების პრობლემას ჩვენი ძალებით ნამდვილად ვერ გადავჭრით. იყო შემთხვევა, მაგალითად ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთი იძახდა– კარი დახურეთ ორპირი ქარიაო, მეორე იძახდა გააღეთ დავიხუთეო. ანუ ამ პრობლემის მოგვარება ცოტა რთულია. გეტყვით, რომ მომავალი წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ იქნება საგამოცდო ცენტრი და რომელიმე სკოლაში გადაინაცვლებს.“

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში,
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, "ილიაობის“ დღესასწაულზე, მოსწავლები, რომლებმაც საბაზო საფეხური 10 ქულით დაამთავრეს, პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვეს.
15:46 / 09.11.2018
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფირების წესში
ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით განათლების სამინისტროს,
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს, მართვის სისტემისა და საავტორო უფლების მფლობელთა
უფლება-მოვალეობები ჩამოყალიბდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით განათლების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მართვის სისტემისა და საავტორო უფლების მფლობელთა უფლება-მოვალეობები ჩამოყალიბდა.
16:29 / 06.11.2018
სკოლის მანდატურების როლი და ფუნქციები იზრდება. ახალი რეგულაციების
ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ფუნქცია, საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვასთან ერთად, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანსაღი
გარემოს შექმნა იქნება.
სკოლის მანდატურების როლი და ფუნქციები იზრდება. ახალი რეგულაციების ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ფუნქცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანსაღი გარემოს შექმნა იქნება.
15:22 / 06.11.2018
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
ძალაში შევიდა საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ,
რომელიც სამის ნაცვლად ავტორიზაციის ხუთ სტანდარტს ითვალისწინებს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ძალაში შევიდა საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც სამის ნაცვლად ავტორიზაციის ხუთ სტანდარტს ითვალისწინებს.
15:10 / 25.10.2018
გურჯაანში კავკასიის უნვერსიტეტი ღვინის უნივერსიტეტს გახსნის.
მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს
გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება.
გურჯაანში კავკასიის უნვერსიტეტი ღვინის უნივერსიტეტს გახსნის. მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება.
13:41 / 20.10.2018
სხვა ამბები
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.
17:22 / 13-11-2018
ორგანიზაციის მიზანია, ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალბატონების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
15:55 / 13-11-2018
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა ეხებოდა მისსა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარას.
12:56 / 13-11-2018
სალომე ზურაბიშვილის განცხადება: ბოლო დღეებში - კერძოდ 09,10 და 11 ნოემბერს - განხორციელდა ჩემი შვილების- თეიმურაზის და ქეთევანის - და პირადად ჩემს მიმართ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
14:06 / 12-11-2018
მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე, რითაც ძალიან ვამაყობ.
10:12 / 10-11-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.