განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 3 მარტს,
საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლის
სურვილი 493 -მა მოსწავლემ დააფიქსირა.340 -მა მოსწავლემ კი პირიქით,
ონლაინიდან კლასში დაბრუნება მოითხოვა.
უწყების ინფორმაციით, გასულ კვირას ონლაინ სწავლებაზე 3 575 მოსწავლე
გადავიდა, კვლავ დასწრებული სწავლება კი 23 025-მა მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის
გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის
შუალედში. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა
გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ
ვებგვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები