სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ სიღნაღის საჯარო
სკოლაში ინტელექტუალური თამაშის -"რა? სად? როდის?" შემოდგომის სერიის
ფინალური ტური გაიმართა.
მათივე თქმით, ფინალში ექვსი საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, ხოლო
ქულათა რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილი ილიაწმინდის, მეორე -
ტიბაანის, მესამე - ქვემო ბოდბის საჯარო სკოლებმა დაიკავეს.
"წამყვანის ნომინაციაში, საუკეთესო მოაზროვნის საჩუქარი ანი
ბიძინაშვილს გადაეცა.
გამოვლინდა კიდევ ერთი საუკეთესო მოაზროვნე - გიორგი კახეთელიძე,
რომელსაც სამახსოვრო საჩუქრი ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლებლო
მომსახურების ცენტრის დირექტორმა ნათია ნადიკაშვილმა
გადასცა,"-აცხადებენ მერიაში.
მათივე განმარტებით, ღონისძიების მიზანია სიღნაღის
მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური
დონის ამაღლება.
მასალის გამოყენების პირობები