განათლება
ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა.
მსურველები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2023 წლის 7 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2023 წლის 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით ჩატარდება.

სამინისტროს განმარტებით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:
• თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
• თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა კი შემდეგია:

• ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);

• ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
• ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური)ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;

• ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს.

• იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

• საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პირველკლასელთა რეგისტაციის მეორე ეტაპი, რომელიც 2 მაისს დაიწყო,
დღეს დასრულდება
პირველკლასელთა რეგისტაციის მეორე ეტაპი, რომელიც 2 მაისს დაიწყო, დღეს დასრულდება
09:49 / 19.05.2023
"მასწავლებლებს ზოგჯერ ისევ მოსწავლე ვგონივარ, მოსწავლეები კი აკაკი მასს, ხანდახან კი მხოლოდ აკაკის მეძახიან", — გვიყვება 19 წლის აკაკი ფერცულიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი, ტექნოლოგიური კლუბის ტრენერი, პროგრამისტი, ტექნოლოგიური გზამკვლევი და უბრალოდ, დაუზარელი დამხმარე სკოლაში მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის.
14:44 / 11.05.2023
თელავში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბიბლიოთეკა გიორგი
ალადაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და
საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად გახსნა.
თელავში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბიბლიოთეკა გიორგი ალადაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად გახსნა.
15:33 / 01.05.2023
ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ რიგით 21-ე სასკოლო სერიის
მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის
მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ რიგით 21-ე სასკოლო სერიის მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
16:09 / 27.04.2023
სამართალი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ, უზბეკეთის მოქალაქე, 50 წლამდე ქალი მოკლეს.
22:15 / 23-05-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სავარგულებში 32 წლის კაცი მოკლეს.
16:13 / 21-05-2023
მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა; მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია დაფიქსირებული.
16:43 / 12-04-2023
ეკონომიკა
გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის ორივე სართულს სრული რეაბილიტაცია უტარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
13:15 / 24-05-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“, ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა, რომლის საერთო ღირებულებამაც 575 556 ლარი შეადგინა.
11:21 / 29-03-2023
სხვა ამბები
მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, წილად მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
13:07 / 26-05-2023
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ
12:39 / 26-05-2023
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
09:00 / 26-05-2023
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთი მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც ძალიან ჭკვიანური მიდგომაა.
13:01 / 24-05-2023
პირველკლასელთა რეგისტაციის მეორე ეტაპი, რომელიც 2 მაისს დაიწყო, დღეს დასრულდება
09:49 / 19-05-2023
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 30 °C
img
საგარეჯო 17 / 29 °C
img
დ.წყარო 17 / 30 °C
img
სიღნაღი 18 / 32 °C
img
ლაგოდეხი 17 / 27 °C
img
ყვარელი 18 / 30 °C
img
თელავი 18 / 30 °C
img
ახმეტა 17 / 30 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.