C ჰეპატიტის ელმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ პაციენტს შეეძლება
10 ივნისიდან C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები უქმდება. C
ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება,
ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიუხედავად, ელიმინაციის სახელმწიფო
პროგრამით ისარგებლოს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, stop C ბაზაში რეგისტრირებული ყველა
პაციენტი, რომელსაც ჩატარებული აქვს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო
ყველა კვლევა, გაივლის მხოლოდ რეგისტრაციის ეტაპს, კვლევის პასუხითა
და ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა "ფორმა 100"-ით. მისივე თქმით,
პაციენტმა უნდა მიმართოს C ჰეპატიტის სერვის ცენტრს ან სოციალური
მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონულ ოფისებს. ახალმა
პაციენტებმა უნდა ჩაიტაროს მკურნალობის პროცესში ჩართვისთვის საჭირო
ყველა კვლევა.
ამ ეტაპზე stop C არსებულ ბაზაში რეგისტრირებულია და მომლოდინე
რეჟიმშია 13 ათასზე მეტი ადამიანი. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა
უწყვეტად გრძელდება. ყოველწლიურად 20 000-30 000 პაციენტის
მკურნალობას C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე, ამავდროულად დაგეგმილია
მასობრივი სკრინინგი, რომელიც გულისხმობს ახალი შემთხვევების
გამოვლენას.
პროგრამის ფარგლებში მომსახურების მისაღებად პაციენტისთვის
სავალდებულო იქნება სერვის ცენტში დარეგისტრირება. ამავე სერვის
ცენტრში იმუშავებს ცხელი ხაზი, რომელიც C ჰეპატიტთან დაკავშირებულ
ყველა ინფორმაციას, რიგებისა და კომისიის გადაწყვეტილების ჩათვლით
მიაწოდებს ბენეფიციარებს.
მასალის გამოყენების პირობები