ჯანდაცვა
გასული კვირის განმავლობაში გურჯაანში გრიპის ვირუსის 91 შემთხვევა დაფიქსირდა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსის შემთხვევები შეაჯამა.

ექიმი პროფილაქტიკოსის ეკა ბურდიაშვილის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზედა სასუნთქი გზების ინფექციით 91 პაციენტმა მიმართა.
„გრიპის ვირუსის სეზონი როგორც წესი ოქტომბრის დასაწყისიდან იწყება და მაისამდე გრძელდება. მონაცემებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამედიცინო პუნქტებიდან ვიღებთ. შემდგომ მისი დამუშავებისა და სატატისტიკური საფუძვლის ანალიზზე ხმამაღლა ვაცხადებთ რა სიტუაციაა. ძირითადად ფიქსირდება მწვავე რესპირატორული ინფექციები , თუმცა რამდენიმე ერთეული სპორადული შემთხვევებიც გამოვლინდა, რა დროსაც პაციენტს ჯეოჰოსპიტალსის 24 საათიანი სტაციონალური მომსახურება დასჭირდა. ძირითადი რაოდენობა მაინც ზემო სასუნთქი გზების ინფექციებზე მოდის. გასულ კვირას მუნიციპალიტეტის მასშტაბით 91 რესპირაციული შემთხვევა დაფიქსირდა .“

ეკა ბურდიაშვილის განმარტებით დაავადებათა კონტროლის ცენტრს ყოველწლიურად ვაქცინის უფრო მზარდი დოზა შემოაქვს.
„წელსაც შემოვიდა ვაქცინა რისკ ჯგუფებისთვის: დიალეზზე მყოფებისთვის, თვრამეტ წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის და შშმ პირებისთვის. თუმცა დაავადებათ კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რამდენჯერმე გამოაცხადა უფასო აქცია სხვადასხვა რეგიონებში. სადაც ერთი დღით ყველა მსურველს შეეძლო უფასოდ ჩაეტარებინა ვაქცინაცია.“

მისივე თქმით, ამჟამად რაიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და მედიკოსები ვირუსების გამწვავებას თებერვალში ელოდებიან.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, განცხადებით,
უფასო მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდება. დავით სერგეენკოს
განმარტებით პროგრმას ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების
სამკურნალო საშუალებები დაემატება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდება. დავით სერგეენკოს განმარტებით პროგრმას ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები დაემატება.
13:42 / 07.12.2018
2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის
დაცვის პროგრამის დაფინანსება, 2018 წლის გეგმასთან შედარებით, 50 მლნ
ლარით იზრდება.
2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დაფინანსება, 2018 წლის გეგმასთან შედარებით, 50 მლნ ლარით იზრდება.
17:11 / 04.12.2018
18 ნოემბერს  10:30 საათიდან დედოფლისწყაროს ახალ საავადმყოფოში
მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება.
18 ნოემბერს  10:30 საათიდან დედოფლისწყაროს ახალ საავადმყოფოში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება.
13:29 / 15.11.2018
გურჯაანის იუსტიციის სახლში სკრინინგის პროგრამის ფარგლებში C
ჰეპატიტის უფასო ტესტირების ჩატარება შესაძლებელია.
გურჯაანის იუსტიციის სახლში სკრინინგის პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტის უფასო ტესტირების ჩატარება შესაძლებელია.
16:34 / 26.10.2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს მონაცემების
მიხედვით, საქართველო იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, სადაც წითელათი
ინფიცირების მაჩვენებელი დიდია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს მონაცემების მიხედვით, საქართველო იმ შვიდ ქვეყანას შორისაა, სადაც წითელათი ინფიცირების მაჩვენებელი დიდია.
13:12 / 22.08.2018
სხვა ამბები
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 508,500,0 ლარით განისაზღვრა.
13:35 / 13-12-2018
გურჯაანის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ წიგნადი ფონდი განაახლა. ამ ეტაპზე 371 წიგნი - ძირითადად მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა შეიძინეს.
13:38 / 12-12-2018
ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციური დაავადებაა,რომელიც ხასიათდება უხვი თეთრი ან ნაცრისფერი არასასიამოვნო სუნის გამონადენით .ამ დროს არ აღინიშნება საშოს ლორწოვანი გარსის ანთება.ბაქტერიული ვაგინოზის დროს ზიანდება საშოს მიკროფლორა,რომლის 90%-ს შეადგენს ლაქტობაქტერიები(დედერლეინის ჩხირები).
10:56 / 11-12-2018
ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლეებისთვის ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსს – “გაცოცხლებული სურათები” აცხადებს.
14:08 / 03-12-2018
სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
17:03 / 30-11-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.