ჯანდაცვა
11 რეკომენდაცია თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ის 11 წესი გასცა, რომლეთა დაცვაც აუცილებელია. მისივე თქმით, თვითიზოლაციაში ყოფნა განესაზღვრება ისეთ პირებს, რომლებიც არიან ინფექციის მაღალი გავრცელების არეალიდან დაბრუნებულები, ასევე დადასტურების შემთხვევასთან ახლოს მყოფ პირებს ჩამოსვლიდან ან ამ კონტაქტიდან შემდეგი 14 დღის მანძილზე.



1. დარჩნენთ სახლში. არ იარონ სკოლებში, სამსახურებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არ გადაადგილდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 14 დღის მანძილზე ის საჭიროებები, მაგალითად მედიკამენტების ყიდვა უნდა უზრუნველყონ დამხმარე ადამიანებმა. ან გააკეთონ ინტერნეტშეკვეთა და მიუთითონ, რომ ეს ნივთები დატოვონ კართან.

2. შეზღუდონ კონტაქტები მათთან ერთად მცხოვრებ ადამიანებთან და იყ~ანენ განცალკევებულ საძინებელში. ეცადონ რაც შეიძლება იშვიათად გამოვიდნენ ოთახიდან. საერთო სივრცეების გაზიარებისას აუცილებლად გამოიყენონ ნიღაბი.

3. თუ იზოლაციაში მყოფ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება რაიმე სხვა მიზეზით, ის წინასწარ უნდა დაუკავშირდეს თავის პროვაიდერს, ან იმ ექიმს, ვისთანაც აპირებს ვიზიტს, გააფრთხილოს თავისი მოგზაურობის ისტორიის შესახებ და იქ მისვლისას გამოიყენოს ნიღაბი.

4. გამოიყენონ ნიღაბი მითითების შესაბამისად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უწევთ საერთო სივრცეებში გასვლა, თუნდაც ოჯახის სხვა წევრებთან.

5.დაიცვან ხველისა და ცემინების ეტიკეტი - ცხვირზე აიფარონ ერთდჯერადი ცხვირსახოცი, რომელიც გამოყენების შემდეგ უნდა გადააგდონ უსაფრთხოდ.

6. ცემინების, ხველის, ხელის დაბინძურების, საკვების მიღების, ტუალეტის გამოყენების შემდეგ, აუცილებლად დაიბანონ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.

7. არ გამოიყენონ საზიარო საყოფაცხოვრებო საგნები სხვა ადამიანებთან ერთად. იზოლაციაში მყოფს უნდა ჰქონდეს თავისთვის გამოყოფილი თეფში, ჭიქა, ჩანგალი, კოვზი და ა.შ. რომელიც უნდა გარეცხონ განცალკევებით.

8. დააკვირდნენ თავიანთ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიმპტომებს და იმ შემთხვევაში თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შეიმჩნევა, აქვთ ტემპერატურის მატყება, დაეწყოთ ხველა ან სუნთქვის გართულება, სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირებს, რათა მოხდეს შემდგომი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

9. ნუ მიიღებენ ამ პერიოდში სტუმრებს, თუ რაიმე სასწრაფო საქმეა უცხო ადამინათან, რომელიც არ არის ოჯახის წევრი, მაქსიმალურად უნდა ეცადონ ეს მოახერხონ სატელეფონო ან სხვა ტიპის კავშირით.

10. თუ ჰყავთ შინაური ცხოველებინ ეცადონ მათთან კონტაქტი შეზღუდონ ან თუ იძულებული ხართიქნებიან ჰქონდეთ კონტაქტი, აუცილებლად დაიბანონ ხელი მანამდე და შემდეგ.

11. გამოყენებული ერთჯერადი ცხვირსახოცები, ნიღბები მოათავსონ ცელოფნის პარკში, რომელსაც გადაეკვრება თავი, შემდეგ ისევ უნდა მოთავსდეს განმეორებით პარკში, ამასაც გადაეკვრება თავი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება განადგურდეს საერთო საყოფაცხოვრო ნარჩენებთან ერთად. ასეთ პარკში არ მოათავსოთ საკვების ნარჩენები.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების მხრიდან ამ წესების დაცვა ხელს შეუწყობს, რომ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების
სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს,
მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და
თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში
სრულად უფინანსდება.
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.
12:25 / 15.02.2024
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი
გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
12:21 / 14.02.2024
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, ყველა
იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო
მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024
წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს.
16:14 / 21.12.2023
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვვის სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთი მედიკამენტი
აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ
შემთხვევაში კი 1000, 2000 და 3000-პროცენტიანი ფასნამატით იყიდება.
კერძოდ, საუბარია მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ
მოქმედებს.
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვვის სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთი მედიკამენტი აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში კი 1000, 2000 და 3000-პროცენტიანი ფასნამატით იყიდება. კერძოდ, საუბარია მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს.
13:27 / 20.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 14 °C
img
საგარეჯო 10 / 12 °C
img
დ.წყარო 9 / 11 °C
img
სიღნაღი 12 / 16 °C
img
ლაგოდეხი 11 / 13 °C
img
ყვარელი 12 / 14 °C
img
თელავი 11 / 13 °C
img
ახმეტა 10 / 13 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.