კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 18 მოქალაქის ანალიზი
გაიგზავნა, რომლის პასუხიც დღეს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ის პირები, რომელთაგანაც სპეციალისტებმა ნიმუშები აიღეს, ნაწილი
საკარანტინო ზონაშია, ნაწილი კი - რეგიონის ცხელების ცენტრებში
იზოლირებულ განყოფილებაში. ზოგიერთ მათგანს ორმხრივი პნევმონია
აღენიშნება, თუმცა მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის
მდგომარობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
კახეთის რეგიონში
4 ცხელების ცენტრი ფუნქციონირებს: ლაგოდეხში,
საგარეჯოში და ორი თელავში. ჯამში სულ 73 საწოლია განსაზღვრული.
აქედან ლაგოდეხის
„არქიმედეს“ კლინიკაში -30, თელავის რეფერალურ
საავადმყოფოში -20; თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში - 14, ხოლო
საგარეჯოს „ჯეო-ჰოსპიტალსში“ -9.
თუმცა როგორც „ჯეო-ჰოსპიტალსის“ დირექტორი, დავით ჯიქია ამბობს, ისინი
მზად არიან საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში არსებული 52-ვე
საწოლი გამოიყენონ და სრული დატვირთვით იმუშაონ.
ბოლო ინფორმაციით, რეგიონში ეპიდმდგომარეობა კვლავ სტაბილურია და ამ
დრომდე კორონავირუსით ინფიცირების
არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მასალის გამოყენების პირობები