უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კოვიდინფიცირების 4
673 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 729 თბილისში გამოვლინდა.
მისივე თქმით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი
შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე
გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში - 339,
იმერეთში - 673, ქვემო ქართლში - 419, შიდა ქართლში - 354, გურიაში -
126, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 388, კახეთში - 384, მცხეთა-მთიანეთში
- 109, სამცხე-ჯავახეთში - 111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -
41.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 123. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე
იმყოფება 425 პირი. 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 16
067 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 064 პირი. თვითიზოლაციაში
იმყოფება 51 709 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები