საზოგადოება
საყოველთაო დაზღვევის მიღმა [Video-Audio]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მათი რიცხვი 120 000-ს აღწევს. სწორედ ამდენი ადამიანია დარჩენილი, ფაქტობრივად, საყოველთაო დაზღვევის გარეშე. ეს მოქალაქეები ერთ დროს კერძო დაზღვევით სარგებლობდნენ, მოგვიანებით კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთნენ, თუმცა სახელმწიფომ მათ მხოლოდ შეზღუდული პაკეტი შესთავაზა. პროგრამის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში აღიარებენ, რომ ეს პოლიტიკა გადასახედია.

ნინო ქუფარაშვილი დაბა წნორში ცხოვრობს. ის 2014 წლამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იყო და მისი ოჯახი „ალდაგის“ სადაზღვევო პაკეტით სარგებლობდა. როდესაც დეპუტატობის მანდატის ვადა ამოეწურა და სამსახურის გარეშე დარჩა, სადაზღვევო კომპანიისთვის თანხის გადახდა ვეღარ შეძლო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ის მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობს.
„ოჯახში მეუღლე, მე და ჩვენი შვილი ვართ. მას შემდეგ, რაც „ალდაგთან“ ხელშეკრულება შევწყვიტე, წამოვიღე საბუთები და ჯანდაცვის სამინისტროში მივიტანე. გვითხრეს, რომ სექტემბრიდან ჩაგვრთავდნენ საბაზისოში. დღემდე ისევ მინიმალური პაკეტი გვაქვს. აქ მხოლოდ სისხლისა და შარდის ანალიზი შედის, ასევე ვიზიტი ოჯახის ექიმთან, ეს ძალიან მცირედია. იყო შემთხვევა, როცა ბავშვს ყური დაუჩირქდა, სიცხეები ჰქონდა, მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო, ექიმთან მივიყვანეთ და გვითხრეს, რომ 130 ლარი გვქონდა გადასახდელი. ოჯახში ყველა უმუშევარი ვართ,ამის საშუალება არ გაგვაჩნდა და დიდ პრობლემებს წავაწყდით. ამჟამად ჩემი მეუღლე ვეტერანის დაზღვევით სარგებლობს, შვილს უკვე სტუდენტური პოლისი აქვს,მხოლოდ მე დავრჩი ფაქტობრივად, დაზღვევის გარეშე. რა უნდა ქნან ადამიანებმა, ვისაც სამსახურები აღარ აქვთ, როგორ უნდა უმკურნალონ თავიანთ შვილებს, ან საკუთარ თავს?! ჩემი აზრით, გამოსავალი ის არის, რომ საკითხი დადგეს დღის წესრიგში და კანონპროექტის ინიცირება მოხდეს პარლამენტში, რომ საყოველთაო დაზღვევა თავის სახელს ამართლებდეს და ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იყოს.“

მსგავსი პრობლემა აქვს წნორში მცხოვრებ ნინო ტუხაშვილსაც. მას შემდეგ, რაც საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამუშავდა, მან გადაწყვიტა, კერძო სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულება შეეწყვიტა, რადგან 200-ლარიანი ხელფასის პირობებში თანხის გადახდა უჭირდა.
„2013 წელს სულ რამდენიმე თვის განმავლობაში ვიყავი კერძო სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ბენეფიციარი. შემდეგ უკვე დავფიქსირდი საყოველთაოს ბაზაში. როგორც გაირკვა,მხოლოდ მინიმალური პაკეტით შემეძლო სარგებლობა, დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და საკუთარი ფინანსებით გადავიხადე 1500 ლარი. რეფერალური პროგრამის ფარგლებში მხოლოდ 500 ლარით დამაფინანსეს.თუ სახელწიფოს აქვს ფინანსური პრობლემები და ამიტომ ვერ აგვარებენ ჩვენს მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების საკითხს, მაშინ ნაკლებად იფიქრონ საკუთარ კომფორტსა თუ პრემიებზე და ელემენტარულად მოხდეს ის, რომ შეიმუშავონ კანონპროექტი და პარლამენტს წარუდგინონ, რათა ვიგრძნოთ, რომ ჩვენც ამ სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ.“

ორივე რესპონდენტი საუბრობს იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში წარადგინეს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი აღარ ირიცხებიან კერძო სადაზღვევო კომპანიის ბაზაში. „ჩემი ოჯახის სხვა წევრები ჩვეულებრივ სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევით, რადგან არასოდეს ყოფილან კერძო კომპანიის ბენეფიციარები. მე თავად მივედი „ალდაგის" სათაო ოფისში, მომცეს სათანადო დოკუმენტი, რითაც ამოვეწერე მათი ბაზიდან. წერილიც მივიღე ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომ საყოველთაო დაზღვევაში მხოლოდ მინიმალური პაკეტით ვისარგებლებდი,“ - ამბობს ნინო ტუხაშვილი.

ამ მოქალაქეების მიმართ უსამართლო მიდგომაზე საუბრობს საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილიც. „თუ ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, მაშინ მე ვისურვებდი, ყველა მოქალაქე იყოს თანაბარ პირობებში. ვის კერძო დაზღვევასაც 2013 წლის მერე გაუვიდა ვადა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი ფინანსურად დაცულია. იდეაში, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს კარგი დაფარვა. ეს ადამიანები სარგებლობენ გადაუდებელი ორგენტული შემთხვევებით და ორიოდე ანალიზით, რაც დიდი შეღავათი არ არის. საქართველოში რაც ჯანდაცვისთვის იხარჯება, აქედან მედიკამენტებში გადახდილი თანხის წილი არის დაახლოებით 50 პროცენტი. საყოველთაო ჯანდაცვა არ მოიცავს მედიკამენტების დაფინანსებას და კარგი იქნებოდა, ეს ნაწილიც რომ დამატებოდა, რადგან გაჭირვებული ოჯახებისთვის შეღავათი იქნებოდა.“



ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ლაშა ნიკოლაძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც საბაზისო დაზღვევა საქართველოს ყველა მოქალაქეზე არ გავრცელდა. „2013 წლის ამოცანა მდგომარეობდა შემდეგში - იმ ადამიანებისთვის შექმნილიყო სადაზღვევო წვდომა, რომლებიც არც ერთ სადაზღვევო კომპანიაში არ იყვნენ დაზღვეულები. დღესდღეობით, არ არსებობს მკაცრი აღრიცხვის სისტემა, რითაც გაირკვეოდა, კერძო დაზღვევა აქვს თუ არა ადამიანს. ამჟამად14 კომპანია არსებობს, 12 მათგანს შეუძლია შემოგთავაზოთ სამედიცინო დაზღვევა. როდესაც ერთი კომპანიიდან წარმოადგენთ წერილს, რომ მათი ბენეფიციარი აღარ ხართ, სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ სხვაგან არ ხართ დაზღვეული, ან მეორე დღეს არ მიმართავთ იმავე კომპანიას. ეს ტექნიკური, თუმცა მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ კერძო დაზღვევის აღრიცხვა გახდეს მკაცრი. სადაზღვეოებს ჰქონდათ ასეთი მოსაზრება, რომ თქვენ თუ ყველა მოქალაქეს საბაზო პაკეტს შესთავაზებთ, შესაძლებელია კლიენტების გარკვეული ნაწილი დავკარგოთ. მსჯელობა და სხვადასხვანაირი ვარიანტების შემუშავება მიმდინარეობს, ვითარება გადაიხედება, მოერგება იმ ახალ რეალობას, რომელიც 2016 წელს გვაქვს.“

მისივე განმარტებით, მინიმალური პაკეტით მოსარგებლეებისთვის რეფერალური პროგრამა მოქმედებს. „ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის ერთვება რეფერალური პროგრამა. თუ ადამიანმა მართლა დაკარგა დაზღვევა და ამას ადასტურებს გარკვეული დოკუმენტებით, ის ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალურ ფონდში წერს განცხადებას. საკითხი კომისიური წესით ერთი კვირის ვადაში განიხილება. ხშირად, ის ზუსტად იგივე სერვისებს იღებს, რასაც საბაზისო პაკეტის შემთხვევაში მიიღებდა.“

ლაშა ნიკოლაძის თქმით, აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად მუშაობა მიმდინარეობს. „სერიოზული მსჯელობა და აზრების შეჭიდება მიდის ამ მიმართულებით. ეს მარტო ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი არ არის. მაგალითად, აქტიურად ვმუშაობთ სადაზღვევო ინდუსტრიასთან, იმ საკითხთან დაკავშირებით, მოწესრიგდება თუ არა კერძო სამედიცინო დაზღვევის სიები. ბაზრის დაცვა მათაც სჭირდებათ. 2013 წელს სხვანაირად ვერ დალაგდებოდა. ეს იყო ყველაზე პროგრესული გადაწყვეტილება.“



მინისტრის მრჩეველის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით საყოველთაო ჯანდაცვის მინიმალური პაკეტით 120 000 ადამიანი სარგებლობდა. თუმცა ეს რიცხვი მუდმივად იცვლება.

საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, გარდა საბაზისო და მინიმალური პაკეტებისა, ასევე გათვალისწინებულია, „ვეტერანების პაკეტი“ და მომსახურება მიზნობრივი ჯგუფისთვის, რომელიც საპენსიო ასაკის მოქალაქეებს მოიცავს.

რაც შეეხება რეფერალურ პროგრამას, ამ მომსახურების მიღება შეუძლიათ იმ პაციენტებს, რომლებიც მინიმალური პაკეტით სარგებლობენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხშირად ეს მომსახურება შეიძლება საბაზისო პაკეტის შესაბამისი იყოს. პროგრამაში ჩასართველად დაინტერესებულმა პირმა საჭიროა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს, საკითხს კი სპეციალური კომისია განიხილავს.

თუ რა მომსახურებებს მოიცავს თითოეული პაკეტი, ამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგეტოს ვებგვერდზე http://ssa.gov.ge/.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 26 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 15 / 26 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.