18 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სკოლის დაწყებასთან
დაკავშირებით, გაიმართა ფერების ფესტივალი, სადაც დასწრება თავისუფალი
იყო.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის
სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, ეთერ
ჯადუგიშვილი speqtri.ge-თან საუბარში აცხადებს, ახალგაზრდების
აქტიურობით კმაყოფილია.
-„ეს არის ფესტივალი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტარდება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გურჯაანის
მუნიციპალიტეტშიც ჩაგვეტარებინა მსგავსი ღონისძიება, რომელიც
წარმატებით დასრულდა. ბავშვების მხრიდან წამოვიდა დიდი დაინტერესება
და საბოლოოდ, ფესტივალმა ახალგაზრდების მოწონება დაიმსახურა.“
ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ყიზილაშვილის თქმით, კარგი
იქნება თუ ადგილობრივი ხელმძღვანელობა მსგავს ღონისძიებებს უფრო
ხშირად მოაწყობს.
-„ძალიან სახალისო იყო დღევანდელი დღე, სადაც მთლიანად ფერებით
შევიღებეთ. ასეთი ღონისძიებები გურჯაანში ძალიან იშვიათად ტარდება და
კარგი იქნება თუ უფრო ხშირად მოეწყობა.“
როგორც თიკო დულარიძე ამბობს, ღონისძიებით ძალიან ისიამოვნა.
-„არაჩვეულებრივ განწყობაზე ვარ, ვინაიდან სულ მინდოდა, რომ ფერების
ფესტივალი გურჯაანშიც ჩატარებულიყო. აქაური ახალგაზრდებისთვის ასეთი
დღეები ხშირად უნდა ეწყობოდეს, რათა გავერთოთ და დრო უფრო კარგად
გავატაროთ.“
"ფერების ფესტივალის" ჩასატარებლად გურჯაანის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან 5900 ლარი გამოიყო.
გურჯაანის გამგეობა, ბავშვებს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას
და წარმატებულად დამტავრებას უსურვებს.
მასალის გამოყენების პირობები