კულტურა
როგორ აღნიშნავენ გურჯაანელები 26 მაისს
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავს გურჯაანშიც გრანდიოზულად ზეიმობენ.

კულტურისა და დასვენების პარკში, საზეიმო ღონისძიებები დღეს დილის 11:00 საათიდან დაიწყო.

გურჯაანელები დილიდან უერთდებიან 26 მაისისთვის დაგეგმილ ღონისძიებას. ამაღლებულ განწყობაზე არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც თანატოლებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშნავენ დღევანდელ დღეს.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ 26 მაისი პირადად ჩემთვის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ვზეიმობთ იმას, რაც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა.

ვფიქრობ, ეს დღე უნდა აღინიშნოს და აუცილებლად უნდა გადავცეთ ეს ტრადიცია მომავალ თაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ ხელს შევუწყობთ, ქართული პატრიოტული სულის ჩაკვდომას. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები, როგორიც დღეს ტარდება, ძალიან კარგი იქნება საზოგადოების განწყობის ასამაღლებლად,“ -გვეუბნება გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს წევრი, ნიკოლოზ პაპოშვილი, რომელიც დილიდან ჩართულია ღონისძიებების ორგანიზებაში.


გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ წიკლაური: „26 მაისი ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ ზუსტად 104 წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, ამ დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ, რადგანაც ეს არის ყველაზე დიდი დღესასწაული საქართველოსთვის.“

მარიამ ახამოსულიშვილი: „26 მაისი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია იმიტომ, რომ დღეს საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ამ დღეს, რა თქმა უნდა, მთელი საქართველო აღნიშნავს დიდი სიხარულით.“

ცოტნე ქადაგიშვილი: „26 მაისი ჩემთვის და ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან დღევანდელ დღეს, 104 წლის წინ, სრულიად საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა.“

ღონისძიებაზე წარმოდგენილია ფოტოგამოფენა. დღის განმავლობაში, კინოსა და თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ ეროვნულ გმირებს, რომლებიც სტუმრებს საკუთარ ისტორიებს მოუყვებიან. მოხდება დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის ინსცენირება.

აგრეთვე, გაიმართება ძველი ქართული ხალხური თამაშობები და სპორტული აქტივობები. მოეწყობა ღვინისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივი მეწარმეები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, 20:00 საათზე, ბენდი „ურსას“ კონცერტით დასრულდება.






Vietnam football liveket qua truc tuyen24 hours live
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით,
ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო
ჯავახიშვილი ეწვია.
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით, ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო ჯავახიშვილი ეწვია.
13:59 / 02.04.2024
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა "იაპონიის ატომური დაბომბვა"გაიხსნა. ფოტოების კოლექცია ასახავს მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში ატომური დაბომბვის შედეგებს.
16:37 / 27.02.2024
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები
გაიმართება.
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
17:09 / 27.12.2023
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის
მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ
კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის
განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
12:27 / 19.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 23 °C
img
საგარეჯო 11 / 23 °C
img
დ.წყარო 10 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 25 °C
img
ლაგოდეხი 12 / 21 °C
img
ყვარელი 12 / 23 °C
img
თელავი 12 / 24 °C
img
ახმეტა 12 / 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.