თუ ცუდად გძინვათ და წამლებიც აღარ გშველით, მაშინ საძინებელში
მცენარეები უნდა დადგათ.
ქვემოთ ჩამოთვლილი ყვავილები გარდა იმისა, რომ ჰაერს ასუფთავებს ,
ღამე მშვიდი ძილის საშუალებასაც მოგცემთ.
ჟასმინი -იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჟასმინი
საუკეთესო საძილე საშუალებაა. არომატული მცენარე აუმჯობესებს ძილს,
გამოღვიძებისას კი თავს მხნედ იგრძნობთ.
ლავანდა - თუ შიში და უძილობა გაწუხებთ, ლავანდა მოიმარაგეთ. მისი
არომატი ძილსაც გაგიუმჯობესებთ და დაგამშვიდებთ კიდევაც.
გარდენია - ძილის წამალზე უკეთესად მოქმედებს ადამიანზე. გერმანელმა
მეცნიერებმა ექსპერიმენტი თეთრ თაგვებზე ჩაატარეს. თაგვები, რომლებიც
გარდენიას არომატულ კონტეინერებში ჰყავდათ. ისინი სხვებთან შედარებით
მშვიდად იყვნენ.
სანსევიერია - ზოგჯერ მას "დედამთილის ენასაც" ეძახიან. იგი ოთახს
ჟანგბადით ავსებს. საუკეთესოა საძინებელში დასადგმელად.. "ნასას"
კვლევით, სანსევიერია ჰაერის გამწმენდი საუკეთესო საშუალებაა.
ალოე - კიდევ ერთი ნატურალური წამალი, რომელიც მოგიხსნით ანთებას,
შეგიხორცებთ იარებს. ჰაერს ასუფთავებს შხამ-ქიმიკატებისგან. ამიტომ
სასურველია, იგი საძინებელში მოათავსოთ. თუ ჰაერი ქიმიური
ნივთიერებებითაა მოწამლული, ალოეს ფოთლები ყავისფერი ლაქებით იფარება,
რაც საშიში სიტუაციაზე მიგახვედრებთ.
ინგლისური სურო - "ნასამ" ინგლისურ სუროს საუკეთესო მცენარეების სიაში
პირველი ადგილი მიაკუთვნა. იგი კარგად იტანს როგორც მაღალ
ტემპერატურას ასევე საშუალო განათებას. საუკეთესო მცენარეა
საძინებლისთვის.
წითელი დრაცენა - საკმაოდ ლამაზი და აუცილებელი მცენარეა . ასუფთავებს
ჰაერს შხამ-ქიმიკატებისგან. თუმცა, მისი ყიდვისას უნდა გახსოვდეთ, რომ
წითელი დრაცენა სიმაღლეში ხუთ მეტრამდე იზრდება და მზის სხივებს
საჭიროებს.
ოქროსფერი ეპიპრემნუმი - "ნასას" მიერ შედგენილ საუკეთესო მცენარეების
ათეულში ეპიპრემნუმიც მოხვდა. იგი ასუფთავებს ჰაერს და ღრმა
ძილისთვისაც განგაწყობთ. თანაც, ეს მცენარე არ საჭიროებს
განსაკუთრებულ მოვლას.
წყარო: marao.ge
მასალის გამოყენების პირობები