სპორტი
„სუფთა რეგიონი 2022“-ის გამარჯვებულები დააჯილდოეს
კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ გამარჯვებულები ცნობილია. კონკურსი წელს უკვე მე-7-ედ ჩატარდა და გამარჯვებულები გამოვლინდა 9 ნომინაციაში.
ამ დრომდე, ბოლო 4 წლის განმავლობაშ, სუფთა რეგიონის სტატუსს არავის უთმობდა კახეთი, თუმცა, წელს ეს სტატუსი უკვე სხვა რეგიონს ერგო.

2022 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

• „სუფთა რეგიონი 2022“ - მცხეთა მთიანეთის რეგიონი
• „სუფთა მუნიციპალიტეტი 2022“ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
• „სუფთა ქალაქი 2022“ – ქალაქი ზუგდიდი
• „სუფთა სოფელი 2022“ - სოფ ჭაქვინჯი (ზუგდიდი); სოფ. ლესიჭინე (ჩხოროწყუ)
• „ლამაზი ეზო 2022" - კახა ტურავას ეზო (ზუგდიდი); აკაკი ჯეჯელავას ეზო (მარტვილი)
• „ლამაზი აივანი 2022“ - სასტუმრო "სევენთინ რუმსის" აივანი, ქ. თელავი
• „საწარმოს ლამაზი ეზო 2022“ - მეღვინეობა შუმის ეზო (თელავი, წინანდალი)
• „სუფთა/ლამაზი ქუჩა 2022“ - ქ. რუსთავი, კოსტავას ქუჩა
• „ლურჯი ნაკადული - 2022“- ჩიხურა (საჩხერე)

კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით სიგელები გადაეცა:
ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის;

• დუშეთის დასუფთავების სამსახური აქტიურობისთვის მუნიციპალიტეტში
• შპს „მაყარი ნარჩენების კომპანია“ სანაპირო ზონის დასუფთავებისთვის
• შპს თბილსერვის ჯგუფი დირექტორი დავით ფაჩულია აქტიურობისთბის და მხარდაჭერისთვის

აქტიურობისთვის, და ნარჩენების მართვაში შეტანილი წვლილისთვის
• ირინა ნიკოფოროვა
• თამთა ჭითანავა
• ქეთევან ცხაკაია
• არჩილ ტყაბლაძეს
• ნუგზარ მალაშხია
• შპს „არალი“ დირექტორი დემეტრე თათეშვილი (სამსახური რომელიც ასუფთავებს გორის გზის მონაკვეთს)

კონკურსი 2022 წლის 7 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქი/დაბის“, „სუფთა სოფელი/თემის“, „სუფთა/ლამაზი ქუჩის“, „სუფთა/ლამაზი ეზოს“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზოს“, „ლამაზი აივნის“ და “ლურჯი ნაკადული“ გამოვლენა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, იდეა კონკურსის შესახებ პირველად 2015 წელს გაჩნდა „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის მიზანი იყო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, ამავე კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ დასუფთავების აქციებში.

„სუფთა რეგიონის“ კონკურსმა საზოგადოებაში თავიდანვე დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია, რაზეც მეტყველებს სხვადასხვა წლებში კონკურსის ფარგლებში გაზრდილი ნომინაციებისა და მონაწილეების რიცხვი.
მიმდინარე წელს, „სუფთა რეგიონის“ კონკურსის დაჯილდოების ღონისძიება მე-7 ტარდება 9 ნომინაციაში. კონკურსის პერიოდში მონაწილეებს საშუალება ქონდათ საკონკურსო პერიოდში წარმოედგინათ ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები (საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო).

კონკურსის ფარგლებში ყოველწლიურად იქმნება სპეციალური კომისია (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), რომლის წევრებიც შემოსული ინფორმაციის საფუძველზე (10 ქულიანი სისტემით) აფასებენ საკონკურსე მასალებს. “- ვკითხულობთ მწვანეთა მოძრაობა/დედამისიწ მეგობრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ულრიკ ტიდესტრომი - შვედეთის ელჩი საქართველოში, ერიკ ილლეს - შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოლომონ პავლიაშილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ჯგუფის წევრები.


ცნობისთვის, კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

აქვე შეგახსენებთ, რომ კონკუე=რსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა 28 აპრილს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
15:55 / 29.11.2023
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ, მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ, საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
17:38 / 24.11.2023
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG)
სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები, საქართველოს 6 რეგიონში
შეარჩია. მათ, თანამოაზრეებთან ერთად, სოციალური მეწარმეობით
დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის
განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები, საქართველოს 6 რეგიონში შეარჩია. მათ, თანამოაზრეებთან ერთად, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.
17:04 / 29.09.2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,
2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა დაგეგმილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა დაგეგმილი.
15:24 / 29.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 13 °C
img
საგარეჯო 6 / 12 °C
img
დ.წყარო 4 / 9 °C
img
სიღნაღი 5 / 14 °C
img
ლაგოდეხი 5 / 11 °C
img
ყვარელი 6 / 13 °C
img
თელავი 6 / 13 °C
img
ახმეტა 5 / 13 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.