მატიანე
გურჯაანის მესამე საშუალო სკოლის პედაგოგთა გუნდი 40 წლის წინ
speqtri.ge იწყებს რუბრიკას - მატიანე, რომელშიც მოგითხრობთ უკვე დავიწყებულ, ან ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობ კულტურულ, საგანმანათლებლო, არქიტექტურულ თუ სხვა საზოგადოებრივ თემებზე. ამჯერად გიამბობთ გურჯაანის მესამე საშუალო სკოლის პედაგოგთა გუნდის შესახებ.


***
გურჯაანის მესამე საშუალო სკოლაში 4 ათეული წლის წინ „ გურჯაანის რაიონის განათლების მუშაკთა სახლის მომღერალთა ჯგუფი“ ჩამოყალიბდა და წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა. ანსამბლის ერთ-ერთი წევრი ეთერ ნათიძე, ამჟამად ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში გახანგრძლივებული ჯგუფის პედაგოგია. მან ანსამბლის დაარსების ისტორია გაიხსენა და მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
„მესამე საშუალო სკოლა 1978-1979 სასწავლო წელს გაიხსნა და დირექტორად ქართული ენის პედაგოგი იზა ჭიკაიძე დაინიშნა. ეს იყო ნიჭიერი და ბუნებით შემოქმედი ადამიანი. სკოლა ახალგაზრდა პედაგოგებით დაკომპლექტდა. უმეტესობა კომკავშირელები ვიყავით და ყველა დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობდით. ქალბატონი იზა, გარდა სწავლისა, დიდ ყურადღებას აქცევდა შემოქმედებით საქმიანობას, ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ სკოლაში პედაგოგთა ანსამბლი შექმნილიყო. აზრი ყველას მოგვეწონა და ჯგუფი მალე დაკომპლექტდა, თუმცა სახელი არ დაგვირქმევია. ხელმძღვანელად გიული მადინაშვილი დაინიშნა. ვმღეროდით როგორც ხალხურ, ისე საესტრადო სიმღერებს.“

როგორც ქალბატონმა ეთერმა აღნიშნა, რაიონის გარდა გუნდი თბილისში გამართულ ღონისძიებებზეც რამდენჯერმე იყო მიწვეული.
„გამოვედით ღონისძიებაზე პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, ასევე, თბილისის პროფკავშირების სასახლეში, სადაც შევასრულეთ სიმღერა ქართული ფილმიდან „ხევსურული ბალადა“. 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშიებით ჩავატარეთ დიდი ღონისძიება კულტურის ცენტრში. გარდა ამისა, სკოლაში ხშირად ვმართავდით კონცერტს, რომელშიც ჩვენთან ერთად, მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. როდესაც გამოვიდა კინოფილმი „მშობლიურო ჩემო მიწავ“, იგივე „რაიკომის მდივანი“, სკოლაში სტუმრად მოვიწვიეთ რეჟისორი რეზო ჩხეიძე და მსახიობები. მათ საპატივსაცემოდ გამართულ კონცერტზე ჩვენმა გამოსვლამ ბატონი რეზო ძალიან აღაფრთოვანა. მან გვითხრა, რომ ბევრგან ყოფილა და მსგავსი ღონისძიება არსად უნახავს. გარდა ამისა, გურჯაანში თუკი ვინმე საპატიო სტუმარი ჩამოდიოდა, იქაც ვმღეროდით.“

მისი თქმით, გუნდში მღეროდნენ პედაგოგები: ხელმძღვანელი და სკოლის დირექტორი - იზო ჭიკაიძე; მათემატიკის მასწავლებელი- ციცო პაპოშვილი; ფრანგულის პედაგოგი - ნანა დოლენჯაშვილი; პიონერთხელმძღვანელი- იზოლდა კარტოზია; ქართული ენის პედაგოგები: ეთერ ნათიძე და მეგი ბერიაშვილი; ქიმიის მასწავლებელი- ლიზიკო ქაჩლიშვილი; ისტორიის მასწავლებელი- ნუნუ მეტრეველი; რუსულის პედაგოგი- ნანა შავგულიძე; დაწყებითის მასწავლებელი- ნათელა ხანიაშვილი და საქმეთა მწარმოებელი- დინა პიტიურიშვილი.

ჩვენ მოვიპოვეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო, რომელზეც ანსამბლის მხოლოდ რამდენიმე წევრია აღბეჭდილი.

ფოტოზე გამოსახული არიან მარცხნიდან მაჯვნივ: ნანა დოლენჯაშვილი, ნანა შავგულიძე, იზოლდა კარტოზია, ეთერ ნათიძე და მეგი ბერიაშვილი.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული მატიანე უამრავ საინტერესო
და ამავდროულად ფასეულ ფოტოს ინახავს.
ერთ-ერთი სწორედ გურჯაანში მდებარე კურორტ „ახტალის“ უძველესი ფოტოა.
ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიკოსი თამაზ
მარკოზაშვილი ვარაუდობს, რომ მეცხრამეტე საუკუნეში უნდა იყოს
გადაღებული.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული მატიანე უამრავ საინტერესო და ამავდროულად ფასეულ ფოტოს ინახავს.
ერთ-ერთი სწორედ გურჯაანში მდებარე კურორტ „ახტალის“ უძველესი ფოტოა. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი ვარაუდობს, რომ მეცხრამეტე საუკუნეში უნდა იყოს გადაღებული.
11:29 / 24.05.2019
ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ყოფილი ბალერონი 84 წლის გივი
ტაბახმელაშვილი უკვე რამდენიმე წელია გურჯაანის თოჯინების თეატრში
მოღვაწეობს. ამჟამად ის სამხატვრო ხელმძღვანელია.
ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ყოფილი ბალერონი 84 წლის გივი ტაბახმელაშვილი უკვე რამდენიმე წელია გურჯაანის თოჯინების თეატრში მოღვაწეობს. ამჟამად ის სამხატვრო ხელმძღვანელია.
12:22 / 16.07.2018
იცვლებოდა წლები და თაობები, უცვლელია ანსამბლის სახელი და წარმატება.
რეჟისორი გივი გორხელაშვილი ანსამბლ „გურჯაანის“ ისტორიას გვიყვება:
იცვლებოდა წლები და თაობები, უცვლელია ანსამბლის სახელი და წარმატება. რეჟისორი გივი გორხელაშვილი ანსამბლ „გურჯაანის“ ისტორიას გვიყვება:
13:37 / 02.05.2018
საფეხბურთო კლუბი „ალაზანი“ გურჯაანში 1962 წელს დაარსდა. თუმცა
მანამდე იყო გუნდები: „ლოკომოტივი“, „ნაკრები“ და „კოლმეურნე“.
საფეხბურთო კლუბი „ალაზანი“ გურჯაანში 1962 წელს დაარსდა. თუმცა მანამდე იყო გუნდები: „ლოკომოტივი“, „ნაკრები“ და „კოლმეურნე“.
15:26 / 26.04.2018
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 13 / 26 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.