სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
10 წელი სკოლის გარეშე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს თითქმის 10 წელია სკოლა აღარ აქვს. ლამბალოსა და თულარის ბავშვებს სიარული სამ ადგილას ნაქირავებ ბინებში უხდებათ, სადაც ისინი კლასების მიხედვით არიან გადანაწილებული და ორ ცვლაში სწავლობენ. როგორც პედაგოგები ამბობენ, განათლების მისაღებად იქ ყოვლად შეუფერებელი პირობებია. მოსახლეობა ახალი სკოლის აშენებას ითხოვს. -"სკოლის შენობა გვქონდა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო აშენებული. შემდეგ კედლები დაიბზარა, ავარიულ მდგომარეობაში იყო და ამიტომ დაანგრიეს. ეხლა ბავშვებს სხვადასხვა სახლებში უწევთ სიარული და სწავლა, სადაც რა თქმა უნდა ნორმალური პირობები არ არის," _ გვითხრა სოფელ თულარის მცხოვრებმა სადი ჯამალოვმა. მისივე აზრს იზიარებს ამავე სოფლის მაცხოვრებელი სალმან დუნიამალიევი. -"თითქმის 10 წელია სკოლა არ გვაქვს. გვინდა, რომ ეს პრობლემა დროით გადაიჭრას, რადგან ჩემი შვილები პატარები არიან და ასეთ პირობებში სწავლა უჭირთ. ეს ჩვენი სოფლის ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც ჯერ ვერ მოგვარდა," _ გვითხრა მან. თულარის ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს ნარგიზ ნასიბოვას იმედი აქვს, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს მაინც ახალ სკოლაში დაიწყებენ. -"სკოლის პრობლემა ჩვენი სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ახალი სკოლის აშენებას აპირებენ, მაგრამ როდის გააკეთებენ, უცნობია. ჯერჯერობით მარტო დაანგრიეს, სხვა არაფერი გაკეთებულა. ყოველ წელიწადს გვპირდებიან, რომ სექტემბრისთვის მზად იქნებაო, მაგრამ მე-5 წელია არაფერი გაკეთებულა. ძალიან კარგი ბავშვები გვყავს და გული მწყდება, რომ ასეთ პირობებში, დაფანტულებს უწევთ სწავლა-განათლების მიღება," _ გითხრა მან. აღნიშნულის თაობაზე განათლების სამინისტროს დავუკავშირდით, როგორც განგვიმარტე, ეს საკითხი მათ არ ეხებათ და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაგვამისამართეს. აღნიშნულ უწყებაში კი გვიპასუხეს, რომ ეს მათი პრეროგატივა არ არის და გვითხრეს, განათლების სამინისტროსთვის მიგვემართა. ამის შემდეგ "სპექტრი" კვლავ განათლების სამინისტოს დაუკავშირდა, სადაც ამჯერად მინისტრის სახელზე ოფიციალური მიმართვის გადაგზავნა მოითხოვეს. გაზეთ "სპექტრის" რედაქციამ ოფიციალური წერილით სამინისროს უკვე მიმართა. თუმცა აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ეს პროცესი, სავარაუდოდ, დროში საკმაოდ გაწელილი იქნება. მკითხველს ამ ინფორმაციას სამინისტროსგან პასუხის მიღებისთანავე გავაცნობთ. მარინა ბეროშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 20 °C
img
საგარეჯო 11 / 17 °C
img
დ.წყარო 9 / 14 °C
img
სიღნაღი 11 / 21 °C
img
ლაგოდეხი 9 / 17 °C
img
ყვარელი 11 / 20 °C
img
თელავი 11 / 18 °C
img
ახმეტა 10 / 18 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.