სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ლამბალოს სკოლის ადგილას ისევ ნანგრევებია
იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის პრობლემის შესახებ "სპექტრი" იმ დღიდან წერს, რაც ამ სოფელს 2010 წელს პირველად ეწვია. რამდენიმე წელია სასწავლო პროცესი "კერძო სახლებში" მიმდინარეობს. სახლიც პირობითად, თორემ საკლასო ოთახების მონაცვლეობას ბავშვებს მიწური, კედლებჩამონგრეული ოთახები უწევთ. ოთახები, რომლებშიც ყოველთვის ნესტის სუნი დგას და სუსხია. ზამთარში კი ამ სუსხს გაუსაძლისი ყინვა ცვლის, რომელსაც ღუმელი ვერაფერს შველის და თითქმის ისევე ცივა, როგორც გარეთ. პირად საუბრებში პედაგოგები თავადვე აღიარებენ, რომ მათი კლასები ბოსელშია განთავსებული. ექვსი წლის წინ სკოლის დირექციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ უსაფრთხოების მიზნით სკოლის შენობაში სწავლა შეეწყვიტათ და ალტერნატიული ფართი გამოენახათ. დაახლოებით ორი წელია, რაც საუბარი მიმდინარეობს ახალი სასწავლო დაწესებულების აშენების შესახებ, თუმცა ეს პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. სწორედ ორი წლის წინ მოახდინეს შენობის დემონტაჟიც, სადაც ახლა ნანგრევიბია. მასწავლებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასწავლო პროცესის შეჩერების აუცილებლობა არ არსებობდა. შესაძლებელი იყო სარემონტო სამუშაოები პარალერულ რეჟიმში ჩატარებულიყო. მეორე ნაწილი თვლის, რომ სკოლის დემონტაჟი აუცილებელი იყო. თუმცა, იმასაც მიაჩნიათ, რომ ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი დროში ძალიან გაიწელა. -"ლამბალოს სკოლაში უკვე მერამდენე წელია საშინელ პირობებში მიმდინარეობს სწავლება. თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაა. ოთახებს კედლები არ აქვს. ზამთარში ბავშვებს ძალიან სცივათ. ამის მიუხედავად, სკოლას არ აცდენენ. იქნებ წელს მაინც გვეშველოს და ახალი შენობა აგვიშენონ," _ გვითხრა დაწყებითების პედაგოგმა სიდონია გრძელაშვილმა. ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელი ნელი ჯავახიშვილი წლებია, რაც ლამბალოს სკოლაში პედაგოგად მუშაობს. საერთო პრობლემა მასაც აწუხებს. -"სკოლის შენობის დაცლის საკითხი დღის წესრიგში ექვსი წლის წინ დადგა. მას შემდეგ ასეთ პირობებსი გვიწევს სწავლება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ორი წლის წინ იყვნენ მოსულები, თითქოს დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სკოლას აგვიშენებდნენ, მაგრამ ჯერაც არაფერი შეცვლილა. ბოლოს ცენტრალური მედიასაშუალებებიც იყვნენ მოსულები. ალბათ ეს "სპექტრის" დამსახურება იყოს, რადგან თქვენი გაზეთი ბოლო დროს ხშირად და აქტიურად აშუქებდა ჩვენს პრობლემას, ახალი მთავრობაც გვპირდება მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყებაო. იმედია, მართლაც ასე იქნება," _ გვითხრა ნელი ჯავახიშვილმა. lambalos skolis direqtoriლამბალოს საჯარო სკოლის დირექორის დავით როსტომაშვილის თქმით კი, განათლების სამინისტრო საქმის კურსშია და სკოლის საკითხი უახლოეს მომავალში გადაიჭრება. -"სკოლის დაცლა და ალტერნატიული ფართის მონახვა ექვსი წლის წინ აუცილებელი იყო, მაშინ დირექტორი მე არ ვიყავი, მაგრამ რაც მაქვს ნანახი, შემიძლია გითხრათ, რომ საძირკველი სავალალო მდგომარეობაში იყო. იქ სწავლის გაგრძელება უსაფრთხო ნამდვილად არ იყო. დღეის მდგომარეობით, განათლების სამინიტრომ ჩვენი გაჭირვების შესახებ დეტალურად იცის. პროექტი უკვე წარდგენილია და ძალიან მალე ტენდერიც გამოცხადდება," _ გვითხრა დავით როსტომაშვილმა. სკოლის დირექცია ვარაუდობს, რომ ახალ სკოლაში გადასვლა 2013-14 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან იქნება შესაძლებელი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თიკო ფეიქრიშვილმა "სპექტრს" განუცხადა, რომ ამ დროისთვის კომისია ლამბალოს სკოლის პროექტს სწავლობს. ეს პროცესი დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ განისაზღვრება, თუ რა თანხა დასჭირდება სკოლის მშენებლობას და რომელი კომპანიები მიიღებენ ტენდერში მონაწილეობას. lambalos skolis nangrevebi2 lambalos skolis maketi ლანა გულოშვილი მსგავსი სტატიები: ექსკლუზივი. აჟიტირებული განათლების რეფორმა და ბოსელში განთავსებული საჯარო სკოლა 10 წელი სკოლის გარეშე სოფელ ლამბალოს მოსახლეობა ახალი სკოლის მოლოდინში განათლების მინისტრი ლამბალოელებს სკოლის აშენებას დაჰპირდა ფოტოები
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 5 / 14 °C
img
სიღნაღი 7 / 21 °C
img
ლაგოდეხი 7 / 16 °C
img
ყვარელი 7 / 19 °C
img
თელავი 7 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.