სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
კაზლარელებს სააბონენტოს გადახდა თავად მოუწევთ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ირომუღანლოს თემის სოფელ კაზლარის მოსახლეობა სასმელი წყლის ჭაბურღილსა და იქვე მდებარე მეჩეთზე აბონენტის გახსნას თვეზე მეტია ითხოვს. ამ პრობლემის შესახებ ისინი "სპექტრთან" ყველა სტუმრობისას საუბრობენ. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი გაზეთმა რამდენჯერმე გააშუქა. გასულ კვირას ადგილობრივები ამ თემაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. kazlari2-"რამდენიმე დღის წინ ჩვენი რწმუნებული ზაურ ალიევი იყო მოსული. დაგვპირდა "მანტიორი" მოვა და სოჩიკს დააყენებსო, მაგრამ არავინ მოსულა. ბურღი არ მუშაობს, წყალი არც ცისტერნაშია, მაგრამ რომც იყოს, დასალევად არ ვარგა, ამიტომ წყლის მოტანა სამი კილომეტრიდან გვიწევს," _ გვითხრა ნასიბ მამედოვმა. -"ჩვენ ესეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გაგვიწევს დამხმარებას. გვითხრეს, თანხას გამგეობა ჩარიცხავსო." _ ამბობენ კაზლარელები. იქვე მდებარე მეჩეთის ამინი მუსლუმ ახმედოვი "სპექტრის" გასულ ნომერში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას კითხვით მიმართავდა: -"მეჩეთში აუცილებელია, რომ დენი მქონდეს. როდესაც ლოცვას ვიწყებ, სოფელს მიკროფნით უნდა გავაგებინო. დაახლოებით ორი თვის წინ ენერგოდისტრიბუციიდან რომ მოვიდნენ, მითხრეს აბონენტი უნდა გაიხსნასო. როგორც ამიხსნეს, ამისთვის ოთხასი ლარი იყო საჭირო. ვინ უნდა გადაიხადოს ეს ოთხასი ლარი? ამას მოსახლეობას ვერ მოვთხოვ. ამის შესახებ რწმუნებულსაც ველაპარაკე. ჯერჯერობით გადაწყვეტით არ ვიცი რა იქნება. დენი სულ რაღაც ათი წუთით მჭირდება და ამისთვის ოთხასი ლარი უნდა გადავიხადო?" "სპექტრი" აღნიშნულ საკითხზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გალგებელს გიოგრგი ლოლაძეს დაუკავშირდა. მან სოფელში გავრცელები ინფორმაცია, რომ აბონენტის თანხას რაიონის გამგეობა გადაიხდის არ დაგვიდასტურა. -"ეს ინფორმაცია ეხლა თქვენგან გავიგე. ამ თანხის გადახდას ჩვენ არ ვაპირებთ. იორმუღანლოს თემში რამდენიმე სოფელია, მაშინ ყველა სოფელზე გამგეობამ უნდა გადაიხადოთ სააბონენტო?" _ გვითხრა გიორგი ლოლაძემ. გამგებლის თქმით, აღნიშნული თანხის შესაგროვებლად თითოეულ ოჯახს ერთი ლარის გაღება მოუწევს და ეს ის თანხა არ არის, რომლის გადახდასაც ადგილობრივები ვერ შეძლებენ. ლანა გულოშვილი მსგავს თემაზე: “ჩვენ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვახსენდებით” კაზლარში სასმელი წყლის ჭაბურღილი გამორთულია კაზლარის ამინი პასუხის მოლოდინში
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 5 / 14 °C
img
სიღნაღი 7 / 21 °C
img
ლაგოდეხი 7 / 16 °C
img
ყვარელი 7 / 19 °C
img
თელავი 7 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.