სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
მუღანლოელებისთვის სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია პრიორიტეტია
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. სოფელ მუღანლოს მოსახლეობის ნაწილი კი უკმაყოფილოა. - "ცენტრალური გზა ყველა სოფელში მოწესრიგებულია. მხოლოდ ჩვენთან არის ასე დანგრეული. ძალიან ცუდ დღეში ვართ. მანქანით ნორმალურად გავლა გვიჭირს. სოფლის გზების გაკეთებას კი დაგვპირდნენ, მაგრამ ამ მთავრ ტრასას რა ეშველება?" _ ამბობენ მუღანლოელები. -"სოფლის პროგრამით თანხა შიდა გზებზე გამოიყო. მაგის გაკეთებაც კი აუცილებელია, მაგრამ მთავარი გზა წლებია ასეა დანგრეული. ხომ უნდა ეშველოს რამე?" _ გვითხრა ინთიკამ რასულოვმა. iormuganloelebi 2"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში პრიორიტეტად რომ სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია თავად დაასახელეს, ადგილობრივები არ უარყოფენ. თუმცა, მუღანლოს ცენტრალურ გზაზე ასფალტის დაგებას დაჟინებით ითხოვენ. ამას გარდა, ისინი სარწყავი არხის აუცილებლობაზეც საუბრობენ. -"ისიც უნდა ითქვას, რომ სარწყავი არხი არ გვაქვს. ამიტომ მოსავალი გვიფუჭდება. სიმინდი სულ დაგვეწვა. ვინმე ხომ უნდა იყოს ჩვენი პატრონი? ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს "სოფლის პროგრამა" ერქმევა თუ სხვა რამე. მთავარია, ჩვენი პრობლემები მოგვარდეს და გადწყდეს," _ ამბობს ქამალადინ მამედოვი. -"გვპირდებოდნენ, რომ არჩევნების შემდეგ გზაც გაკეთდებოდა და ქუჩის განათებაც გვექნებოდა, მაგრამ არაფერიც არ არის გაკეთებული. სხვა სოფლებში არის ლამპიონები და ჩვენ რა დავაშავეთ? გზას თავადაც ხედავთ, რა დღეშია, რომ წვიმს კიდე უფრო უარესია, ტალახი სახლში შემოგვდის," _ გვითხრა შილზად ყულბანოვმა. მუღანლოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწე ანარ რასულოვი "სპექტრთან" საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ის საკითხები, რაც მოსახლეობას აწუხებს აუცილებლად გადაიჭრება. -"თითოეული დეტალი დაზუსტდება და ტენდერი მალე გამოცხადდება. ჩვენ ჩავატარეთ კრება, რომლესაც ესწრებოდა მოსახლეობა. მათ თავად გადაწყვიტეს, თუ რისი გაკეთება სურდათ სოფელში. უკმაყოფილოები ისინი არიან, ვინც "ნაციონალების: მომხრეა. qeshalo-muganlos teritoriuli organos rcmunebulis tanashemce-"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში ჯამში მუღანლოსა და ქეშელოზე 103 000 ლარია გამოყოფუილი. მუღანლოში პრობლემები გვაქვს შიდა საუბნო გზებზე, თვითონ ხალხი ითხოვს ამის მოწესრიგებას. ასევე მათი სურვილით შეირჩა პრიორიტეტად სასაფლაოს შემოღობვა. ჩვენ ეს ყველაფერი, რაც ხალხს სურს დავაფიქსირეთ და გავითვალისწინეთ. ასე რომ, სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება და ხალხი ამ შედეგს დაინახავს,"_ გვითხრა ანარ რასულოვმა. რაც შეეხება მოსახლეობის მიერ დასახელებულ სხვა პრობლემატურ საკითხებს, ანარ რასულოვის განმარტებით, ამაზე ფინანსურ მხარდაჭერას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დაჰპირდათ. ლანა გულოშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 15 °C
img
საგარეჯო 10 / 13 °C
img
დ.წყარო 8 / 11 °C
img
სიღნაღი 11 / 16 °C
img
ლაგოდეხი 9 / 13 °C
img
ყვარელი 11 / 15 °C
img
თელავი 10 / 14 °C
img
ახმეტა 10 / 14 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.