სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ირანელებზე გასხვისებული კიდევ ერთი გლეხის მიწა
როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მცხოვრები ალიევ მაჰმუდ მაჰამადოღლი ამბობს, ირანელებმა ის ფერმა იყიდეს, რომელიც მის ოჯახს წლების განმავლობაში იჯარით ჰქონდა აღებული. მისი თქმით, ირანელებმა ფერმა, რომელშიც ცხვარი ჰყავდა დაბინავებული, ერთი წლის წინ შეიძინეს . ამის შემდეგ შეეცადა სიმართლე დაედგინა, თუმცა ვერაფერს გახდა. "30 წელი იქნება, რაც ეს ფერმა ჩემს ოჯახს იჯარით ჰქონდა აღებული. საერთოდ, 49 წლით ავიღეთ. დაახლოებით ერთი წელია, რაც წაგვართვეს. სად აღარ ვიყავი, ქალაქში 50-ჯერ მაინც ჩავედი, მაგრამ არავინ დამეხმარა. 2000-ზე მეტი ცხვარი მყავს. ეხლა მთაშია გარეკილი, რომ ჩამოვიყვან სად წავიყვანო არ ვიცი, სად დავაბონავო?"-გვითხრა ალიევ მაჰმუდ მაჰამადოღლიმ. მისი თქმით, ყოველ წელიწადს სახელმწიფოს 3000-4000 ლარს უხდიდა. "სპექტრმა" არაერთხელ აღნიშნა, რომ მოტყუებით გაყიდული მიწები ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია. როგორც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს თემა ნამდვილად პრობლემატურია, თუმცა მისი გადჭრის გზები, მათი პრეროგატივა არ არის. სამართლებრივი საკითხია, რომელიც საკანონმდებლო დონეზე უნდა მოგვარდეს. fermeri2 ამის შესახებ კარგადაა ინფორმირებული მთავრობა და თავად პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გასხვისებული ტერიტორიების შესახებ "სპექტრმა" რამდენიმე თვის წინ გამართულ პრესკონერენციაზეც ჰკითხა. "ეს კითხვა ძალიან რთულია და ამავე დროს საინტერესოც. მართლაც, ასეთი პრეცედენტი ხშირია რეგიონებში და მსგავსი უსამართლობები შეგიძლიათ ნახოთ არა მარტო კახეთში. ძალიან რთულია გიპასუხოთ როგორ უნდა აღვადგინოთ და გავხადოთ კანონიერი აღნიშნული ფაქტები, ან თითოეული შემთხვევა. საერთოდ, მისასალმებელია, რომ უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს ქვეყანაში და სოფლის მეურნეობაშიც, მაგრამ წინა ხელისუფლების შემთხვევაში ეს პროცესი მიმდინარეობდა ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე და მათ საწინააღმდეგოდ. მიწების გაცემა ხდებოდა უკანონოდ და ზოგჯერ დათესილი ნაკვეთებიც კი გადახნეს. ფაქტობრივად, მიწების აღწერა დავასრულეთ რამდენიმე დღის წინ, ვერ ვახერხებდით საგაზაფხულო პროექტის შედგენას, რის გამოც კირვალიძესთან (დავით კირვალიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის იმჟამინდელი მინისტრი ავტ.) რამდენჯერმე მქონდა მკაცრი საუბარი, თუმცა ამას არ იმსახურებდა. დღე და ღამე მუშაობენ, რომ ეს მოახერხონ. დიდი დრო წაიღო, იმან, რომ გაგვეკეთებინა რეგისტრაცია, რა ხდებოდა არ ვიცოდით, არსად რეესტრში ეს აღწერილი არ იყო. რამდენიმე დღეა, რაც ეს პროცესი დასრულდა და ჩვენ დავიწყებთ ცალკეული კონკრეტული შემთხვევების განხილვას. ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, ამას დრო დასჭირდება, თანაც სიჩქართ შეიძლება ერთი უსამართლობა მეორეთი ჩავანაცვლოთ. რა თქმა უნდა, რთული გასარჩეევი პროცესი იქნება, მაგრამ გპირდებით, რომ აუცილებლად მოხდება რეაქცია ყველა უსამართლობაზე, მაქსიმალურად შევეცდებით აღვადგინოთ სამართლიანობა,"-განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა. ივნისში, საქართველოს პარლამენტმა უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის შეჩერების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ახალი კანონით გასხვისებული მიწის დაბრუნება არ მოხერხდება, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიწების შესყიდვას ვეღარ გააგრძელებენ. 2017 წლის 1 იანვრამდე უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდებათ. თუმცა როგორ გადაწყდება დაზარალებული ირომუღანლოელების საკითხი ჯერჯერობით უცნობია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 27 °C
img
საგარეჯო 13 / 26 °C
img
დ.წყარო 9 / 27 °C
img
სიღნაღი 12 / 28 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 13 / 27 °C
img
თელავი 14 / 27 °C
img
ახმეტა 13 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.