სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
დუზაგრამის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლისათვის სრულ მზადყოფნაშია
იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლა 2013-2014 სასწავლო წელს განახლებული ელფერით შეხვდება. სკოლას შიდა პროფილატიკური სამუშაოები ჩაუტარდა. როგორც დირექტორმა გიას აბუზაროვმა "სპექტრთან" საუბარში აღნიშნა, მოსწავლეებს სიურპრიზი ამავე სკოლის კურსდამთავრებულებმა მოუწყვეს, რომლებიც ამჟამად ბაქოში ცხოვრობენ და მშობლიურ სოფელს ზაფხულობით სტუმრობენ. -"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, ვინც მხარში დაგვიდგა და ბავშვებს ასეთი კარგი საჩუქარი გაუკეთა ახალი სასწავლო წლისათვის. ეს ხალხიც ჩვენი სკოლის გამოშვებაა. მათ რამდენიმე წლის წინ დაამთავრეს. ჩვენ მხოლოდ დაახლოებით 3500 ლარამდე გავხარჯეთ, დანარჩენი თანხა მათ გაიღეს. 20 000 ლარზე მეტი დაახარჯეს სკოლას. ეს ყველაფერი ამ ადამიანების ინიციატივა იყო, სურვილი თავად გამოთქვეს. შენობის შიდა ინტერიერი სრულად განახლდა. კედლები შეიღება. ჭერიც შევათეთრეთ. კედლები შიგნიდან სულ გასაკეთებლი იყო, შეღებვამდე სხვა ბევრი სამუშაო ჩაუტარდა,"-გვითხრა სკოლის დირექტორმა. დუზაგრამის საჯარო სკოლაში ამ დროისთვის 310 მოსწავლე ირიცხება. გიას აბუზაროვის თქმით, ბავშვებს სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ, მშობლებს მხოლოდ აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის წიგნების ყიდვა მოუწევთ. -"ამ ეტაპზე ინგლისურის სახელმძღვანელოები მაქვს მიღებული ყველა კლასისთვის, დანარჩენსაც მოგვაწვდიან,"-აღნიშნა გიას აბუზაროვმა. მისივე თქმით, სკოლაში წელსაც იქნებიან განათლების სამინისტროს მიერ დაფინასებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მყოფი პედაგოგები. პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას ძველ მასწავლებლებთან ერთად, რამდენიმე ახალი კადრიც მიიღებს. skola2 დუზაგრამის საჯარო სკოლას ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ის 1964 წელს აშენდა. როგორც გიას აბუზაროვი ამბობს, ამ ხნის განმავლობაში სკოლამ არაერთი ნიჭიერი მოსწავლე აღზარდა, რომელმაც შემდგომ წლებში წარმატებას მიაღწიეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 10 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.