სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
საზოგადოება მედიკამენტების გაიაფების მოლოდინში
მედიკამენტების ფასი, საქართველოში თითქმის ყოველდღიურად იცვლება. საზოგადოება დღემდე ელოდება წამლების გაიაფებას, რასაც არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა პირდებოდა კიდეც. პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევია რაიონული ცენტრებიდან მკვეთრად დაშორებულ სოფლებში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს. კაფარ ჯამალოვის თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას პრეპარატების შეძენა არ შეუძლია. -"პირველად, რაც უნდა გააკეთონ არის ის, რომ წამლის ფასები შეამცირონ. ძვირია და ხალხს იმის საშუალება არ აქვს, რომ იყიდოს. ჯერ ექიმთან მისვლა რა ჯდება, პოლისით მარტო ანალიზები და გადაუდებელი ოპერაციები ფინანსდება, ახლა კიდევ წამლებიც ხომ გინდა? რაიონში კიდევ არაუშავს, სოფელში უფრო ძვირად ყიდიან. რა უნდა ქნას ადამიანმა? სამუშაო არ არის, პენსია მე არ მაქვს, წამალი კიდევ მჭირდება და ისიც ძვირია,"-ამბობს ის.medokamentebiiii გაძვირებულ მედიკამენტებზე საუბრობს მამედ იაკუბოვიც. "ადამიანი ცუდად რომ გახდება, უნდა მოკვდეს. ექიმიც ძვირია და წამალიც. რაღაც უმნიშვნელო წამლებზე ვითომ ფასი დააკლეს, მაგრამ რაც მთავარია და ადამიანს ხშირად სჭირდება, ისევ ძვირია. მე წნევა მაწუხებს და სულ წამლებში ვარ, მთელი ჩემი პენსია წამლებში არ მყოფნის, რით უნდა ვიარსებო?"-გვითხრა მან. როგორც სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსმა გია თვალავაძემ განაცხადა, დღეის მდგომარეობით პირველი და მეორე პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს, თუმცა ხელმისაწვდომობის პრობლემა ფარმაცევტულ პროდუქტებზე მაინც დგას. მისივე განმარტებით, ფარმაცევტული საქმიანობა და წამლის მიმოქცევა ქვეყანაში რეგულირდება საქართველოს კანონით "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებით. აღნიშნულ კანონში 2009 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის მიზანი იყო მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე გეოგრაფიული, ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწავდომობის ზრდა. "სახელმწიფო წამლების ფასწარმომქნაში უშუალოდ არ მონაწილეობს. შესაბამისად, ფასებს თავად ბაზარი არეგულირებს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში მედიკამენტების ფასების ცვლილებების დინამიკის შესწავლისთვის სააგენტომ სამკურნალო საშუალებების ესენციალური ნუსხიდან შეარჩია 13 პრეპარატი (ნო-შპა 40 მგ ტაბლეტ #100; ენაპ-H 10/25 მგტაბ #20; ატენოლოლ ნიკომედი 50მგ ტაბ. #30; ამოქსიკლავი 1გ ტაბ.#10; ცეფამედი (ცეფტრიაქსონი) 1 გრ ფლაკონში; ომეპრაზოლი 20 მგ კაფსულა #10; ომეპრაზოლი (ომეზი)20 მგრ. კაფსულა #10; ნუროფენი 200 მგ. ტაბ. #12; ლაზოლვანი 30 მგრ. ტაბ #50; ბრალგეტასი 5მლ ი.მ და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა 5; დიაზეპამი 10 მგ. ტაბ. #20; კარდიომაგნილი 75 მგ. ტაბ. #30; ტერაფლუ გრიპისა და გაციებისათვის ლიმონის გემოთი ფხვნილი, პაკეტი #10) და მიმდინარე წლის აპრილიდან დღემდე აგროვებს ინფორმაციას მსხვილ სარეალიზაციო ქსელებში მათი ფასების შესახებ (შპს ავერსი-გეროფარმი, შპს პსპ-აფთიაქი, სს ჯი პი სი, შპს ეი-ბი-სი ფარმაცია და შპს სახალხო აფთიაქი)"-აღნიშნა მან. მისივე განმარტებით, როგორც თავად სარეალიზაციო სხვადასხვა ქსელში, ისე თითოეულის ქსელში მედიკამენტების ფასების ცვლილებების დინამიკა უმნიშვნელო ფარგლებში მერყეობს დაახლოებით 5-10 %, იშვიათად 25%. მარინა ბეროშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.