ირაკლი ღარიბაშვილი - ვიდრე ქართველი ამ მიწაზე იცხოვრებს, ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას
ჩვენი პარტია და ჩვენი ხელისუფლება ერთგულად ემსახურება ჩვენს მოსახლეობას ბოლო 8 წლის განმავლობაში; რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა იყო, შეცდომებიც იყო, მაგრამ ჩვენ ვასწორებთ შეცდომებს და ქვეყანა მიგვყავს წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, თორნიკე ჯანაშიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთადერთი უიშვიათესი გამონაკლისია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი, როდესაც ქვეყანას არ ჰქონია ომი.

„ეს მართლაც ალბათ არ უნდა იყოს საამაყო, მაგრამ ხაზგასასმელია, რადგან ჩვენ კარგად ვიცით უახლესი ისტორია. ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, მუდმივად ომებში და შიდა თუ გარე მტერთან ბრძოლებში ვიყავით ჩართული და გვერდზე იყო მოტოვებული ქვეყნის განვითარება და ჩვენი მოსახლეობის რეალური პრობლემები. ეს ნოსტალგიად გადათარგმნეს, თითქოს მე საბჭოთა კავშირის ნოსტალგია მქონდეს, ან რამე მსგავსი, მაგრამ, როდესაც მე 90-იანი წლების დასაწყისი და იმდროინდელი საქართველო გავიხსენე, ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ გამართულად მუშაობდა ყველა რეგიონი, ყველა მუნიციპალიტეტი და ყველგან აშენებული იყო საწარმოები, ქარხნები, ფაბრიკები და მოსახლეობა იყო დასაქმებული. მე სისტემას კი არ მივტირი და სისტემის უპირატესობაზე კი არ ვსაუბრობ. ეს იყო ძალიან ბნელი წარსული და ყველამ ერთად, ქართველებმა, აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ის, რაც შემდეგ განვითარდა, როგორ უგუნურადაც იმართა ქვეყანა, ამაზე მაქვს საუბარი. უგუნური და მავნებელი პოლიტიკოსების დამსახურებაა ის, რომ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო. შედეგად დაინგრა ქარხნები, საწარმოები, ფაბრიკები და რეალურად მოისპო მთელი ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნილი იყო მანამდე. შეიძლებოდა ამის შენარჩუნება? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, ჩვენ რომ იმ დროს გონიერი მმართველები გვყოლოდა და უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები ყოფილიყვნენ საქართველოში. 1 და 2 კაცი სამწუხაროდ იმ დროს, იმ მონაკვეთში ვერ გადატეხდა სიტუაციას, ძალიან ბნელი ვითარება იყო ქვეყანაში და სწორედ ამ უპასუხისმგებლობამ განაპირობა ის, რაც მივიღეთ. ეს ჩვენი წარსულია, თუმცა არც თუ ისე შორეული წარსული.

შემდგომ უკვე 21-ე საუკუნეში გადმოვაბიჯეთ და მივიღეთ მეორე კატასტროფა - 2008 წლის ომი, რომელმაც კიდევ ერთხელ დააკანონა ოკუპაცია და დე-ფაქტო არსებული სიტუაცია უკვე დე-იურე გახადა, კერძოდ, ოკუპანტმა რუსეთმა აღიარა ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, ოკუპაცია დროებითია, ჩვენ ეს კარგად გვესმის. ვიდრე ქართველი ამ მიწაზე იცხოვრებს, ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას. სხვანაირად პერსპექტივა არ აქვს ჩვენს საქართველოს. პერსპექტივა არ აქვს არც აფხაზეთსა და ოსეთს, ეს მათაც კარგად იციან. ნახეთ, რა ხდება, განსაკუთრებით აფხაზეთში, ოსეთში, დეპრესიაში ცხოვრობენ და არავითარი განვითარება არ აქვთ. ამიტომ, ეს ათმაგად მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან ბევრი წარმატების მაგალითი. ჩვენ უნდა გავხდეთ ძალიან წარმატებული ძლიერი სახელმწიფო, გამართული სოფლის მეურნეობით, ეკონომიკით, ტურიზმით, ადგილობრივი წარმოებით, კულტურით, სპორტით, განათლებით, ჯანდაცვის ხარისხით, იმისთვის, რომ უალტერნატივო გახდეს როგორც აფხაზებისთვის, ასევე ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება, ერთიანი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში. ეს უნდა იყოს ჩვენი დიდი მიზანი და ამოცანა. ამ მიზნის გარშემო შეიძლება, რომ გაერთიანდეს ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი. ამ მიზანს მივაღწევთ მხოლოდ და მხოლოდ შრომით, 24-საათიანი მუშაობით.“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07.03.2024
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
17:02 / 27.02.2024
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5
მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო
პარტნიორებს წარუდგინა.
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.
18:03 / 26.02.2024
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12
კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს
ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
12:21 / 21.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 15 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.