არჩევნები 2016
„თავისუფალი დემოკრატების“ ბოიკოტი საოლქო კომისიაში გამართულ არჩევნებს
22 აგვისტოს გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა თითოეულ საუბნო საარჩევნო კომისიის ექვს-ექვსი წევრი აირჩიეს. ამ პირებს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია, ისინი ამბობენ, რომ კომისიები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით და არაკომპეტენტური კადრით დაკომპლექტდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს „თავისუფალი დემოკრატების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სიმონ ქოჩორაშვილი.
-„როგორც საოლქო საარჩევნო, ისე საუბნო კომისიებიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერებით დაკომპლექტდა. ამაზე ჩვენმა პარტიამ ცენტრალური ტელევიზიებითაც გააკეთა განცხადება. ყველა საქმის კურსშია, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ აქედანვე დაიწყო არჩევნების გაყალბება. არ შეიძლება საოლქო კომისიის ყველა წევრმა ზუსტად ერთნაირი გადაწყვეტილება მიიღოს და ერთი და იგივე ადამიანს მისცეს ხმა. სწორედ ამიტომ, ჩვენმა პარტიამ, ქვეყნის მასშტაბით, ბოიკოტი გამოუცხადა საოლქოში გამართულ არჩევნებს, მათ შორის გურჯაანშიც. ის პირები, რომლებიც საოლქომ საუბნო კომისიებში ჩასვა, სერტიფიცირებულები არ არან, ისეთი ხალხია, არჩევნებში ხმა აქამდე საერთოდ რომ არ მიუციათ. მათ არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და ამას ხალხი რვა ოქტომბერს კარგად დაინახავს.“

კომისიების დაკომპლექტებასთან დაკვშირებით პრეტენზიები აქვს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუატობის კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ღვინიაშვილს, „ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება ოპოზიციას. თავისთავად, როდესაც ხელისუფლების კანდიდატებთან შეხვედრაზე ფიქსირდებიან კომისიის წევრები, კარგად ჩანს, რომ მათ კომპეტენცია არ გააჩნიათ. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კომისიებში თავიანთი აქტივისტები ჩაესვა. თითქმის ყველა სოფელში „ქართული ოცნების“ კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრაზე საუბნო კომისიის წევრებიც ჩანან, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ რამენაირად რვა ოქტომბერს გამარჯვება მოიპოვონ.“

ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილმა უპასუხა. მან ამ განცხადებებს აბსურდული უწოდა. „საუბნო კომისიის 13-მა წევრმა იმუშავა, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფებში. ჩვენ შეგვექმნა წარმოდგენა მათ შესახებ. სხდომა გაიმართა 22 აგვისტოს და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც აკვირდებოდა ამ პროცესს. ჩვენ არ გვყვავს საუბნო კომისიის არცერთი წევრი, რომელსაც საოლქო კომისიის 10-11- მა წევრმა მაინც არ დაუჭირა მხარი. ამასთან, მინდა დავაფიქსირო, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბოიკოტი გამოაცხადეს და ხმა არავისთვის მიუციათ. ეს განცხადებები საფუძველს მოკლებულია, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციური პარტიების წევრებისა და საოლქოს წარმომადგენლების სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები თითქმის ერთმანეთს დაემთხვა. კანდიდატები რომ მხოლოდ 7 ხმით გასულიყვნენ და არა მეტით, მაშინ ეჭვის საფუძველი ნამდვილად იქნებოდა.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნისა და მელაანის საუბნო კომისიის წევრებს საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ. საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეიტანა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „29 აგვისტოს, 17:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წინასარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ #35 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები: ანზორ დათუნაშვილი, მერი მესხიშვილი, ქეთევან დათუაშვილი.

ამავე დღეს, 18:00 საათზე, სოფელ ჩალაუბანში, დავით სონღულაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრას დაესწრნენ #34 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები: ზაალ საგინაშვილი და დიანა ნათიძე.“
არასამთავრობო ორგანიზაციამ კომისიას აღნიშნული შეხვედრების ამსახველი ფოტომასალაც მიაწოდა.
როგორც გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწვდილი ინფორმაციიდან ირკვევა, ხუთივე პირი საოლქო საარჩევნო კომისიამ დანიშნა და არა რომელიმე პარტიამ.

საარჩევნო კოდექსის 45-ემუხლის, მეოთხე პუნქტის თანახმად, კომისიის წევრს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. "სამართლიანი არჩევნები“ თვლის, რომ ზემოთ აღნიშნულ ორივე შემთხვევაში კომისიის წევრებმა კოდექსი დაარღვიეს. არასამთავრობოო რგანიზაცია ითხოვდა, აღნიშნულ პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა საარჩევნო კოდექსის 79-ე და 93-ემუხლებით, წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარევით მონაწილეობისთვის. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აღნიშნული ქმედება 2 000- ლარიანი ჯარიმით ისჯება.
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული საჩივარი უკვე განიხილა და არ დააკმაყოფილა. კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის განმარტებით, 29 აგვისტოს ეს ადამიანები ჯერ კიდევ არ წარმოადგენდნენ უფლებამოსილ პირებს. აღნიშნული მიზეზის გამო, საოლქო საარჩევნო კომისიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შეადგინა.





| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი
საჩივარი განიხილა.
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი საჩივარი განიხილა.
10:05 / 03.11.2016
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი
საჩივარია შესული.
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი საჩივარია შესული.
14:36 / 01.11.2016
"ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.
16:14 / 31.10.2016
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის
ხუთივე ოლქში,
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის ხუთივე ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მხოლოდ ორი უბანი მოიგეს გურჯაანის #34 ჩალაუბნის უბანი და ახმეტის #11 მატანის საარჩევნო უბანი.
12:40 / 31.10.2016
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 20 °C
img
საგარეჯო 11 / 17 °C
img
დ.წყარო 9 / 14 °C
img
სიღნაღი 11 / 21 °C
img
ლაგოდეხი 9 / 17 °C
img
ყვარელი 11 / 20 °C
img
თელავი 11 / 18 °C
img
ახმეტა 10 / 18 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.