არჩევნები 2016
პარტიის წარმომადგენლების ურთიერთბრალდებები და ზეწოლის ფაქტები გურჯაანში
წინასაარჩევნო დაძაბულობა დღითიდღე მატულობს, ოპოზიციური პარტიები მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გახშირებულ ზეწოლასა და დაშინების ფაქტებზე საუბრობენ. „ქართულ ოცნებაში“ კი, ბრალდებებს უარყოფენ.

მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ელგუჯა გიორგაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ნათია ბიწკინაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები, მოსახლეობას მათთან შეხვედრას უკრძალავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შვილებისა და ახლობლების საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
მისი მტკიცებით, მმართველი გუნდის წევრებისგან ზეწოლა რიგითი ამომრჩევლების გარდა, საჯარო მოსამსახურეებზეც მიმდინარეობს. მან ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოკადრები გადმოგვცა.
„ქართული ოცნების“ წევრები, ხალხს აფრთხილებენ, რომ ჩვენს შეხვედრებს არ დაესწრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლობლების სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევას გეტყვით: სოფელ ჭანდარში, ჩვენს მხარდამჭერს-ანზორ ღორთქლიშვილს დამუქრნენ, რომ თუ ჩვენ მოგვცემდა ხმას, მის შვილს სამსახურს დაატოვებინებდნენ.
სოფელ ვაჩნაძიანში იყო შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი, ქალბატონი ლია გოლეთიანი ოჯახებში მიდიოდა და აფრთხილებდათ, თუ „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერდნენ, სოციალური დახმარება შეუწყდებოდათ.
ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია გერგიძე თანამშრომლებს ავალდებულებს მიიტანონ ოჯახის წევრების პირდობის მოწმობები, საიდანაც იწერენ პირად ნომრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურს დაატოვებინებენ.“- აცხადებს ნათია ბიწკინაშვილი.

ბრალდებებს პროვოკაციულს უწოდებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის შეხვედრების კოორდინატორი, კოტე ბერიძიშვილი: „ამომრჩევლის დაშინება ჩვენი მიზანი არ არის, ერთი მარტივი მიზეზის გამო, სხვა პარტიებისა და კანდიდატისგან განსხვავებით, დარწმუნებული ვართ უდავო გამარჯვებაში.
ეს პროვოკაციული გამოხტომები ჭირდებათ პატარ-პატარა პარტიებს, რომ დაჩაგრულის მანტია მოისხან და ნულზე დაცემული რეიტინგი გაიმყარონ. თუ ასეთ ფაქტებს ვინმე მოიძიებს, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენ თვითონაც ხელს არავის დავაფარებთ და ის პიროვნება მკაცრად დაისჯება. დაშინების პოლიტიკა სამუდამოდ უნდა მოისპოს. რაც შეეხება ლია გოლეთიანს, ის რიგითი სპეციალისტია. მას არანაირი კომპეტენცია და ბერკეტი არ გააჩნია, ვინმე გაათავისუფლოს. თუკი, მართლა არსებობს ასეთი ფაქტები და მოსახლეობა დაადასტურებს, ჩვენ თვითონ მოვითხოვთ, რომ მთელი სიმკაცრით დაისაჯოს, მაგრამ ვიცი – ეს ტყუილია.“- აღნიშნა მან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია გერგიძე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ დაშინების მეთოდით არ მუშაობს: „რომელმა პარტიამაც ეს გითხრათ, გარშემო ისეთი ხალხი ჰყავს შემოკრებილი, რომ მათგან ასეთი რამ გასაკვირი არ არის. ზოგადად, ტყუილი ძალიან უყვართ. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილებაც მრჩება, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან ჩახუტებულები.ერთნაირი მეთოდები აქვთ, ერთნაირი ცილისწამებები, რაღაცის შექმნა, აქეთ დაბრალება და ა.შ. შეტანილი აქვთ საჩივრები უწყებათაშორის კომისიებში, მირეკავენ, რომ თურმე ზეწოლას ვახორციელებ დამოუკიდებელ მაჟორიტარზე. მე ისიც არ ვიცი, ეს პირადი ნომრები როგორ უნდა გამოვიყენო, ეს არის სასაცილო. უბრალოდ, რაში სჭირდებათ, არ ვიცი. მჯერა, ხალხი თვითონ მივიდა იმ შეგნებამდე, რომ გაარჩიოს ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ასე რომ, თუ ვინმეს უნდა მაგათი არჩევა, ისედაც აირჩევს.“

სოფელ ვაჩნაძიანის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი, ლია გოლეთიანი მათ ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს: „ეს წმინდა წყლის სიცრუეა. ერთი ადამიანი მაინც მომიყვანონ, ვინც ამას დაადასტურებს. როცა სამსახურს ვიწყებდი, ვიცოდი, რისი უფლება მაქვს და რისი – არა.აქ საქმე სხვანაირად იყო, უბანში მიდიოდნენ და ხალხს ეუბნებოდნენ, „ქართული ოცნებიდან“ ვართო. რამდენიმე ადამიანმა ამის თაობაზე მკითხა და მეც სიმართლე ვუთხარი. ეტყობა, ნათია ამის გამოა გამწარებული. უბრალოდ, სირცხვილია, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი, ეხლა დადის და მის წინააღმდეგ მუშაობს. სოფელში იკითხეთ, როგორი ავტორიტეტი მაქვს და რის გამკეთებელი ვარ. შემიძლია, მაგათ წინააღმდეგ საჩივარი შევიტანო, მაგრამ არ ვიკადრებ,“-აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ლია გოლეთიანმა.

,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ კაჭრეთის ზონის უფროსმა ხატია ბურდულაძემ, რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად, პარტია დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ,, პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხაზიურის თქმით, ხატია ბურდულაძემ წასვლის მიზეზედ მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლა დაასახელა.
„ხატია ბურდულაძე ერთი თვის წინ მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მასზე სერიოზული ზეწოლა იყო. მან ისიც განაცხადა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, არ გვიღალატებდა. მე მაინც მივიჩნიე, რომ ეს ადამიანი უნდა გადაგვემოწმებინა. როგორც აღმოჩნდა, მას და თავის 9 თანამზრახველს, „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული თანხა გადაუხადა და მათი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობდნენ. რადგან ინფორმირებული ვიყავი, 4 სექტემბერს ხატია დავიბარე და ვუთხარი, რომ ის და მისი თანამზრახველები ჩვენს გუნდში აღარ ირიცხებოდნენ. აქედან წასვლის შემდეგ, ისინი, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაში“ მივიდნენ. ოფისში გადაწყვიტეს ჩვენთვის შავი პიარი აეგორებინათ და ბრიფინგიც იმიტომ გამართეს. მინდა გითხრათ, რომ ხატია 25 ადამიანზე ლაპარაკობდა, მაგრამ ჩვენგან მხოლოდ 9 ადამიანი წავიდა,“-აღნიშნა გიორგი ხაზიურმა.

გიორგი ხაზიურის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ხატია ბურდულაძე და ამბობს, რომ მისი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება. „ასეთი საუბარი ჩემსა და ხაზიურს შორის არ ყოფილა. ზეწოლას არასოდეს არავინ ახორციელებდა. ის, რომ ვითომ თვითონ გამათავისუფლა, ესეც ტყუილია. რეალურად, პარტია დავტოვეთ დაახლოებით 16-მა ადამიანმა.ზოგიერთი რაღაც საუბრების შემდეგ ისევ მათთან დარჩა. ყველას თავისი არჩევანი აქვს და მე ვერ ჩავერევი. წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ვერასდროს ვიქნები „ნაციონალების“ გვერდით. გარდა ამისა, მხოლოდ ჩემზეც არ იყო დამოკიდებული, რადგან ჩემს უკან სხვა ადამიანებიც იდგნენ და მათ ასე ჰაერში ვერ დავტოვებდი. თითოეულს გავესაუბრე და ერთად გადავწყვიტეთ, რომ პარტია დაგვეტოვებინა,“ -აღნიშნა მან.

როგორც გიორგი ხაზიური ამბობს, ხატიას გარდა ზეწოლა პარტიის სხვა წევრებზეც მიმდინარეობს. „ზეწოლა ხორციელდებოდა რობერტი არაყიშვილზე, რომელიც ჩვენი ზონის ხელმძღვანელი იყო ძირკოკში, ჭანდარსა და ვეჯინში. ის ძალიან წესიერი ადამიანია და ზეწოლის შესახებ არაფერი გაგვიმხილა, უბრალოდ მითხრა, რომ პარტიას ტოვებდა. პრობლემა ის არის, რომ მისი ცოლი და შვილები საჯარო სამსახურებში მუშაობენ. გარდა ზეწოლისა, „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამომრჩევლების მოსყიდვაც მიმდინარეობს. სოფელ ვაჩნაძიანში თებერვალში იყო გაზიფიცირების საკითხი დაგეგმილი, მაგრამ ხელისუფლებამ არ გააკეთა. ცოტა ხნის წინ, დეპუტატობის კანდიდატი სოფელში ავიდა და ხალხს დაპირდა, რომ გაზს გაიყვანდა, ერთი კვირის თავზე, მართლაც დაიწყო სამუშაოები. მე მივმართე ცესკო-ს და ჩვენს იურიდიულ სამსახურსაც, რომ ეს იყო მოსყიდვა.“

გიორგი ხაზიური, ამ ყველაფერში „ქართული ოცნების“ შტაბის წევრს გოგი მაჩხაშვილს ადანაშაულებს. „მაჩხაშვილი არის რუხი კარდინალი და გადაბირებას ის ხელმძღვანელობს. აქამდე ხმას არ ვიღებდი, მაგრამ თვითონ გამომიწვიეს. სერიოზულ ინფორმაციას ვფლობ მაჩხაშვილის მუშაობის პერიოდზე, ის კორუმპირებული პიროვნებაა.“ გიორგი ხაზიურს პასუხობს და მის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრი გოგი მაჩხაშვილი.
„ ამ საკითხთან არანაირი შეხება არ მაქვს. ეს ჩვეულებრივი პროცესია, ვიღაც მიდის პარტიიდან, ვიღაც მოდის. ორი კაცი გადმოვა დათოსკენ(„ქართული ოცნების“ კანდიდატი) თუ ხუთი, ეს მათი გადასაწყვეტია. კორუმპირებულად მიხსენიებს და მთელმა რაიონმა იცის, ვინ ვინ არის, ხაზიურის პიროვნებაც იციან და ჩემიც. რაც შეეხება გაზიფიცირებას, ეს არის სახელმწიფო პროგრამა,რომელიც შეიძლება რაღაც მიზეზების გამო, განსაზღვრულ დროში ვერ დაიწყო. კითხვა მაქვს, რადგან არჩევნებია, არ უნდა დაწყებულიყო? მომავალ წელს თვითმმართველობის არჩევნებია, შემდეგ საპრეზიდენტო და ამიტომ ყველა საქმე გასაკეთებელი უნდა დარჩეს?! კალაურისა და კახიფარის გაზიფიცირებაც გეგმაშია, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა. ძნელია ასეთი ბრალდებების მოსმენა.“
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი, დავით სონღულაშვილი ყველა სოფელის პრობლემებით ინტერესდება და ასევე იქცევიან სხვა პარტიის წარმომადგენლებიც.

მარინა ბეროშვილი

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი
საჩივარი განიხილა.
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი საჩივარი განიხილა.
10:05 / 03.11.2016
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი
საჩივარია შესული.
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი საჩივარია შესული.
14:36 / 01.11.2016
"ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.
16:14 / 31.10.2016
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის
ხუთივე ოლქში,
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის ხუთივე ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მხოლოდ ორი უბანი მოიგეს გურჯაანის #34 ჩალაუბნის უბანი და ახმეტის #11 მატანის საარჩევნო უბანი.
12:40 / 31.10.2016
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 11 / 28 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 26 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 29 °C
img
ახმეტა 14 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.