განათლება
ტრენინგების როლი საუბნო და საოლქო კომისიების მუშაობაში [Photo-Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
სიღნაღში, სასტუმრო ფიროსმანში მეოთხე ჯგუფის ტრენინგებს ესწრებოდა - როგორც ახალბედა, ასევე, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრი.
თუმცა, ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია, რომ სემინარი თითოეულ მათგანს ერთნაირი ინტერესით მოესმინა.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გიორგი რობიტაშვილის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში 14-წლიანი ჩართულობის მიუხედავად, ტრენინგზე ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღო.

„სემინარებმა უაღრესად პროდუქტიულად იმოქმედა ჩვენზე. ეს აუცილებლად შეუწყობს ხელს, მომავალში საარჩევნო ადმინისტრაციების კვალიფიციური კადრით დაკომპლექტებას. საარჩევნო პროცესი უფრო სამართლიანი და უკონფლიქტო იქნება, რადგან ამ პერიოდში ვისწავლეთ როგორც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული კაზუსები, ასევე ადამიანებსა და პარტიებს შორის ურთიერთობაც.“

სიღნაღის #13 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მანანა მჭედლიშვილის განმარტებით, მსგავსი ტრენინგები სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციას შეუწყობს ხელს.

„პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც სემინარებში ჩაერთნენ, გარკვეულწილად, გათვითცნობიერებულები არიან კანონმდებლობაში. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ეს ტრენინგი, მათ ძალიან ბევრს მისცემთ. საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გვქონდა გარკვეული ხარვეზები. არ იყო თანამშრომლობა თვითონ პარტიების წარმომადგენლებს შორის. მართალია, ადმინისტრაციასთან კონფლიქტი არ ყოფილა, მაგრამ გარკვეული პარტიის წარმომადგენლებს ჰქონდათ განცდა, რომ მათ საჯარო ინფორმაციას დავუმალავდით. ვფიქრობ, ეს ტრენინგი მათთვის კარგი შედეგის მომცემი იქნება ამ კუთხითაც.“

სემინარის მონაწილეებმა, აქცენტები გააკეთეს კონფლიქტების მართვაზე. როგორც პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა მედეა ცაბუტაშვილმა განმარტა, ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული არჩევნების ჩატარებას.

„გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძირითადად კონფლიქტების ერთ - ერთი მიზეზია ის, რომ ჩართულმა მხარეებმა არ იციან საარჩევნო კოდექსი. არ იციან თავიანთი უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა. აქ იყვნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და ყველამ ერთად გავიაზრეთ, რომ საარჩევნო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა ყველა ტიპის კონფლიქტის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს.“
შეგახსენებთ, რომ პროექტს „საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა-თვითმმართველობის ლეგიტიმური არჩევნებისთვის“ ახორციელებს ჟურნალისტთა ასოციაცია - საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“, ფინანსური მხარდამჭერია ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითრების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

მასში ჩართულია 24 პარტიის 120 წარმომადგენელი, რომლებიც ხუთ ჯგუფად არიან გადანაწილებული. ამ დროისთვის ტრენინგი უკვე გაიარა 94-მა მათგანმა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით
500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში
7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
დღეს, ახალი სასწავლო წელი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც განახლდა. საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან აღნიშნავს, რომ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს, მთლიანობაში კი 25 საჯარო სკოლაში 7 ათასზე მეტი მოსწავლე ისწავლის.
10:54 / 16.09.2024
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24
საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში- 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
16:48 / 03.07.2024
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი
მინდიაშვილი აირჩიეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად კვლავ დალი მინდიაშვილი აირჩიეს.
15:53 / 25.06.2024
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ
მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
პირველი ივლისიდან საჯარო სკოლების ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
14:12 / 17.06.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.
16:42 / 02-09-2024
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.
16:24 / 30-08-2024
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
20:18 / 29-08-2024
UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს.
16:12 / 27-08-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 5 / 13 °C
img
საგარეჯო 3 / 11 °C
img
დ.წყარო 3 / 11 °C
img
სიღნაღი 4 / 13 °C
img
ლაგოდეხი 4 / 12 °C
img
ყვარელი 5 / 13 °C
img
თელავი 4 / 12 °C
img
ახმეტა 3 / 11 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.