"ქართულმა ოცნებამ" გურჯაანში მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
გურჯაანში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობისა და
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
მოსახლეობას სიტყვით მიმართეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია
ელოშვილმა და თელავი-ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში გელა
სამხარაულმა.
-"ჩვენ, უფრო მეტი დოვლათი უნდა შევქმნათ, არ ვაპირებ ვიყო კაბინეტური
მერი. მე ვიქნები იქ, სადაც თქვენ გჭირდებით, მე ვიქნები თითოეული
გურჯაანელის მერი. ჩვენ, ვიქნებით ხალხის სამსახურში! ჩვენ, ერთად
შევქმნით ჩვენ მომავალს!“ - აღნიშნა მერობისკანდიდატმა არჩილ
ხანდამაშვილმა.
გურჯაანის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:
ვაჩნაძიანი ზურაბ სიმონიშვილი
კალაური აკაკი ფოცხვერაშვილი
შაშიანი თემურ ქევხიშვილი
ვაზისუბანი დავით პაიჭაძე
მუკუზანი გიგო მაჩხაშვილი
ველისციხე ზაქარია შოშიაშვილი
ახაშენი ლევან ხაზიური
ჩუმლაყი გია შაოშვილი
ქ.გურჯაანი გიორგი მაჭავარიანი, რამაზ უტიაშვილი
სოფელი გურჯაანი თეიმურაზ ზარდიაშვილი
ჭანდარი გელა ზაკალაშვილი
ძირკოკი თემურ ელიკაშვილი
ვეჯინი ზურაბ მუხულიშვილი
კოლაგი ზურა წინწალაშვილი
ბაკურციხე თეიმურაზ ზავრაშვილი
კარდენახი ალექსანდრე ბასილაშვილი
ჩალაუბანი ბონდო კაპანაძე
მელაანი ვახო ნათიძე
არაშენდა ვაჟა მამისაშვილი
კაჭრეთი გივი რამაზაშვილი
ჯიმითი ზურა ბადრიაშვილი
ნანიანი ლევან თევდორაშვილი
ჭერემი ვაჟა მაჩხაშვილი
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს
ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები