პოლიციელების ხელფასი 106 მილიონი ლარით გაიზარდა
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სხვადასხვა უწყებაში შრომის ანაზღაურების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ფინანსთა მინისტრის თქმით, პრემიების საკითხი მოწესრიგებულია მთავრობის დადგენილებით და მისი გაცემა შეზღუდულია, როგორც მოცულობაში, ისე რაოდენობრივად. „რაც შეეხება შრომის ანაზღაურების ფონდს, ის მართლაც გაზრდილია, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო რა არის ზრდის ძირითადი წყაროები. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელთან შედარებით, 113 მილიონი ლარით გაიზარდა ჯარისკაცების ხელფასები და აქ საუბარი არ არის მაღალი თანამდებობის პირებზე. ასევე, 106 მილიონი ლარითაა გაზრდილი რიგითი პოლიციელების ხელფასები, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. სახელმწიფო ბიუჯეტში 44 მილიონი ლარია გათვალისწინებული სახანძრო-სამაშველო სამსახურების ხელფასებზე, რასაც 31 დეკემბრამდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იხდიან, 1-ელი იანვრიდან კი გადაიხდის შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მან ასევე ისაუბრა ცალკეული უწყებების შესახებ და განმარტა ის მიზეზები, რამაც რიგი სამინისტროს შემთხვევაში შრომის ანაზღაურების ზრდა გამოიწვია. „10 მილიონი ლარით გაზრდილია გამომძიებლების ხელფასები; სასამართლოებში 21 მილიონი ლარით გაზრდილია როგორც მოსამართლეების, ისე სასამართლოს აპარატის თანამშრომლების ხელფასები; გარემოს დაცვის სამინისტროში, აღდგა ადრე გაუქმებული სამსახურები, რომლებიც იცავენ ბუნებას, ესენია - გარემოს ზედამხედველობის სამსახური, სამინისტროს დაუბრუნდა სატყეო სააგენტო, მხოლოდ აქ არის ზრდა, ხელფასების მატებას ადგილი არ ჰქონია; სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესაბამისად, უნდა განახორციელოს სურსათის უვნებლობის ხარისხის კონტროლი, ეს სამსახურები ასევე გაუქმებული იყო და მათ აღდგენას მოჰყვა არითმეტიკული მატება; კულტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ხელფასები შემცირებულია, 14 ათასი ლარით. სამინისტროს სისტემაში არის 80-მდე სსიპ, რომლებიც ფინანსდებოდა სუბსიდიების მუხლიდან, რაც გასწორდა და ხელფასს დაერქვა ხელფასი, თანხა კი იგივე დარჩა“ მინისტრის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს ხელფასები შემცირებულია 2 მლნ ლარით; ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, შეიქმნა ინოვაციების და მეწარმეობის სააგენტოები და ზრდა არის ამ მიმართულებით; განათლების სამინისტროში ზრდა გამოწვეულია სსიპ-ებით. მინისტრმა აღნიშნა, რომ მასწავლებლების ხელფასი წელს ჯამში 25 მილიონით გაიზარდა, ხოლო მომავალ წელს ზრდა დაახლოებით 45 მილიონი ლარი იქნება; „შრომის ანაზღაურება გაზრდილი აქვს საქართველოს პარლამენტს, მაგრამ ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ დეპუტატებს უწევთ ბინების დაქირავება ქუთაისში, კანონის შესაბამისად კი ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ; სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელფასები გაზრდილია 2012 წლის სექტემბერში და თუ 2012 წელს ეს შეეხო 3-4 თვეს, წელს ეხება ყველა თვეს; აუდიტის სამსახურში 2012 წელს შრომის ანაზღაურება შეადგენდა 5,1 მლნ ლარს, მომავალ წელს იქნება 11,8 მილიონი ლარი; ადგილობრივ თვითმმართველობებში ჯამში დაახლოებით 50 მლნ ლარით არის გაზრდილი შრომის ანაზღაურება, მაგრამ ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის 2012 წლის ნოემბრის განკარგულება, რომლის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ზედა ზღვარი“,
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან
გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ე.წ „გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს
ევროპული მომავლისგან აშორებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ე.წ „გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს ევროპული მომავლისგან აშორებს.
21:53 / 04.05.2024
ამ წუთებში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა სანაპირო.
ამ წუთებში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა სანაპირო.
22:18 / 03.05.2024
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს
პრეზიდენ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

21:28 / 03.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ „ოფშორების კანონს“
ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ „ოფშორების კანონს“ ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.
21:17 / 03.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 22 °C
img
საგარეჯო 13 / 19 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 23 °C
img
ლაგოდეხი 12 / 20 °C
img
ყვარელი 14 / 22 °C
img
თელავი 14 / 21 °C
img
ახმეტა 13 / 21 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.