ახალი ამბები
შსს-ს თანამშრომლებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს მედალი მოიპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკრაინის ქალაქ ლუცკში, ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და 4 ოქროს მედალით დაბრუნდნენ.
გამარჯვებულ სპორტსმენებს აეროპორტში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დახვდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შალვა ბებიაშვილმა ძალისმიერი სამჭიდის MPF/- დივიზიონის (MILLITARY, POLECE AND FIRE) 125 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში წარმატებით იასპარეზა და ოქროს 2 მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში მაქსიმალური - 180 კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში კი 265 კგ დაძლია და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოს პირველი განყოფილების მესამე ქვეგანყოფილების ინსპექტორმა, პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა ილია ქოჩიაშვილმაც ოქროს 2 მედალი მოიპოვა. მან 100 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედლები ძალისმიერ სამჭიდში და ძალისმიერი სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში მიიღო.

ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მასში 18 ქვეყნის 415 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, 9 ქართველმა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ჩემპიონატი / შსს /
ამავე კატეგორიაში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში ოსი პოეტისა და საზოგადო
მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით "კოსტაობა" გაიმართა. 
16:29 / 15.10.2019
თელავში, არასამთავრობო ორგანიზაცია
თელავში, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური ესწრებოდა.
15:39 / 15.10.2019
კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 17 წლის მოქალაქე მართვის
მოწმობას ვეღარ აიღებს და ამის შესაძლებლობა 18 წლიდან ექნება.
კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს და ამის შესაძლებლობა 18 წლიდან ექნება.
13:01 / 15.10.2019
დღეს გურჯაანის ღვინის ფესტივალს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილიც სტუმრობდა. მან პავილიონები დაათვალიერა, ღვინო
დააგემოვნა, ჩურჩხელაც ამოავლო და იქ შეკრებულ საზოგადოებას სიტყვით
მიმართა.
დღეს გურჯაანის ღვინის ფესტივალს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც სტუმრობდა. მან პავილიონები დაათვალიერა, ღვინო დააგემოვნა, ჩურჩხელაც ამოავლო და იქ შეკრებულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
19:44 / 12.10.2019
მეღვინეობის ქალაქი გურჯაანი სტუმრების მოლოდინშია. ღონისძიება ორ
საათზე დაიწყება.
მეღვინეობის ქალაქი გურჯაანი სტუმრების მოლოდინშია. ღონისძიება ორ საათზე დაიწყება.
13:17 / 12.10.2019
სხვა ამბები
12-13 ოქტომბერს თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ, ათი წლის მაგდა ღამბაშიძემ საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.
16:36 / 15-10-2019
დღეიდან ექთნის შტატი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთჯგუფიან საბავშვო ბაგა-ბაღებსაც დაემატა. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ასეთი სულ 14 ბაღია.
14:26 / 15-10-2019
გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
15:27 / 10-10-2019
პროფესიული განათლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთგვარი ალტერნატივა, განათლების სფეროს განუყოფელი ნაწილია და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
16:44 / 07-10-2019
12 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქში, გურჯაანში, უკვე მესამედ, გრანდიოზული ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ახტალის პარკში 14:00 საათზე დაიწყება.
12:24 / 07-10-2019
გურჯაანის სპორტკომპლექსში ევროპის სპორტულ კვირეულს ფარგლებში ძიუდოში შეჯიბრი გაიმართა. ასპარეზობა 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
14:27 / 02-10-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2725
USD
USD
1
2.9701
GBP
GBP
1
3.7631
TRY
TRY
1
0.5032
RUB
RUB
100
4.6078
ამინდი
გურჯაანი 11 / 26 °C
img
საგარეჯო 10 / 24 °C
img
დ.წყარო 9 / 22 °C
img
სიღნაღი 11 / 26 °C
img
ლაგოდეხი 10 / 24 °C
img
ყვარელი 11 / 26 °C
img
თელავი 11 / 25 °C
img
ახმეტა 11 / 26 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.