ახალი ამბები
უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვებიდან ამოიღეს
უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინის პარტია გაყიდვებიდან ამოიღეს, ხოლო კანონდამრღვევი კომპანია უკრაინის ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დაჯარიმდა.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცლებს.

-"2016 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ უკრაინული კომპანიები ახდენენ ქართული ღვინის უკანონო იმიტაციას და ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს უკანონოდ იყენებდნენ. კერძოდ, უკრაინის ბაზარზე რეალიზაციაში იყო არაქართული წარმოშობის ღვინოები, რომელთა ეტიკეტებზე დატანილი, საქართველოსთან და ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული სიმბოლოები და აღნიშვნები განაპირობებდა მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას ღვინის წარმოშობის ქვეყანასთან მიმართებით. ამით, უკრაინაში ოპერირებადი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობები ექმნებოდა ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს მთავრობის მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მიმართა უკრაინის ანტიმონოპოლურ კომიტეტს, რომელმაც გამოძიება დაიწყო უკრაინული კომპანია „კამიანკა გლობალ ვაინსის“ (LLC KAMYANKA GLOBAL WINE) წინააღმდეგ.

კომიტეტის მიერ, 2017 წლის ოქტომბერში მომზადდა წინასწარი დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „კამიანკა გლობალ ვაინსს“, ქართული ღვინის ეტიკეტების იმიტირებით და არასწორი ცნობების გავრცელებით შეცდომაში შეჰყავდა მომხმარებლები და ქმნიდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გარემოს. შედეგად, უკრაინის უკრაინის ანტიმონოპოლურმა კომიტეტმა უკრაინული კომპანიის ქმედებები ცნო „არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაცვის შესახებ“ უკრაინის კანონის დარღვევად და კომპანიას დააკისრა ჯარიმა 7 010 000 უკრაინული გრივნის ოდენობით. ამასთან ერთად, „კამიანკა გლობალ ვაინსს“ სამომავლოდაც აეკრძალა ქართულ ღვინის იმიტაციებთან დაკავშირებით მსგავსი ქმედებების განხორციელება."- ნათქვამია განცხადებაში.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავში ანიმაციური ფილმების რეგიონული ფესტივალი
„თოფუზი“ ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თელავის,
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის, ხულოსა და თბილისის
ანიმაციის სტუდიების აღსაზრდელებმა.
თელავში ანიმაციური ფილმების რეგიონული ფესტივალი „თოფუზი“ ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თელავის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის, ხულოსა და თბილისის ანიმაციის სტუდიების აღსაზრდელებმა.
17:48 / 15.04.2019
ამ დროისთვის, კახეთში წითელას საწინააღმდეგო აცრა 9700- ზე მეტმა
ადამიანმა ჩაიტარა.   დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების
უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ვირუსის
შემთხვევები  ყოველკვირეულად კლებულობს.
ამ დროისთვის, კახეთში წითელას საწინააღმდეგო აცრა 9700- ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა.   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ვირუსის შემთხვევები  ყოველკვირეულად კლებულობს.
17:06 / 05.04.2019
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში
გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით
კენჭისყრის დროს ჩააგდო.
პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.
13:18 / 05.04.2019
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა- ბაღში 10-მდე
აღსაზრდელი მოიწამლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი თელავის
საავადმყოფოებში გააიყვანეს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა- ბაღში 10-მდე აღსაზრდელი მოიწამლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი თელავის საავადმყოფოებში გააიყვანეს.
16:35 / 02.04.2019
თელავში ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიების
ორგანიზატორების თქმით, კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა თელავის მუნიციპალიტეტში
არსებული ახალგაზრდული საჭიროებების განსაზღვრა და ადგილობრივი
თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.
თელავში ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა თელავის მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული საჭიროებების განსაზღვრა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.
14:10 / 01.04.2019
სხვა ამბები
თელავის კიკბოქსინგის კლუბ "ჯორჯიას" დარბაზში ღია რინგი ჩატარდა, სადაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
12:06 / 18-04-2019
2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
14:48 / 17-04-2019
სამხრეთ კავკასია სამ ერთმანეთის მოსაზღვრე სახელმწიფოს აერთიანებს - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. სწორედ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში, როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში, მაღალია აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების მაცხოვრებელთა წარმომადგენლობა. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ყველა დიდ ნაწილს - 86,8 პროცენტს ქართველები შეადგენენ (3.22 მილიონი ადამიანი), შემდგომ აზერბაიჯანელები - 6,3 პროცენტს (233 000 ადამიანი), ხოლო სომხები - 4,5 პროცენტს (168 100 ადამიანი).
16:58 / 12-04-2019
სექტემბრიდან საქართველოში დაწყებითი კლასის მოსწავლეები, 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული წიგნით „გამარჯობა რუბი“ პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ისწავლიან.
17:18 / 03-04-2019
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სხვადასხვა სახეობაში თექვსმეტ წარმატებულ სპორტსმენს შეხვდა და ბოლო პერიოდის მიღწევები კიდევ ერთხელ მიულოცა.
16:36 / 02-04-2019
გურჯაანის სპორტკომპლექსში მხიარული სტარტების სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტურნირი დასრულდა.
12:55 / 01-04-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.