ახალი ამბები
მიმდინარე წელს წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა
წითელას შემთხვევებმა კახეთშიც იმატა.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, 1 იანვრიდან დღემდე რეგიონში წითელას 42 შემთხვევაა დაფიქსირებული, მაშინ როდესაც გასული წლის განმავლობაში ეს რიცხვი 24 -ს შეადგენდა.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია. დაინფიცირებულ პირთა ასაკი ძირითადად 21-40 წელს შეადგენს.

"2018 წელს წითელას სულ 24 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 13 შემთხვევა დეკემბრის თვეში გვქონდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კი უკვე 42 პაციენტს დაუდგინდა წითელა. ეპიდემიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია," - აღნიშნა   დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა.

რეგიონის მაშტაბით წითელას ერთი შემთხვევა გამოვლინდა თელავში, ახმეტაში -2, გურჯაანში- 3, დედოფლისწყაროში -1, ლაგოდეხში- 2, ყვარელში- 9, ყველაზე მეტი, 24 კი საგარეჯოში. სიღნაღის მუნიციპალიტეტში წითელას არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.







| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გვიან ღამით ხანძარი იყო თელავში. მაჩაბლის ქუჩაზე საცხოვრებელი
სახლის სასხვენო გადახურვა დაიწვა.
გვიან ღამით ხანძარი იყო თელავში. მაჩაბლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვა დაიწვა.
13:19 / 07.12.2019
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში "ენერგო- პრო ჯორჯია " ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
18:54 / 06.12.2019
PISA–ს საერთაშორისო კვლევის თანახმად, ქართველ მოსწავლეებს უჭირთ
წაკითხული ტექსტიდან აზრის გამოტანა, აქვთ სუსტი მათემატიკური უნარები
და ვერ სწავლობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
PISA–ს საერთაშორისო კვლევის თანახმად, ქართველ მოსწავლეებს უჭირთ წაკითხული ტექსტიდან აზრის გამოტანა, აქვთ სუსტი მათემატიკური უნარები და ვერ სწავლობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
13:05 / 06.12.2019
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის გადაწყვეტილებით, ლაგოდეხში 325 აბონენტს სასმელი წყლის
მრიცხველზე დარიცხული გადასახადი ჩამოეწერა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ლაგოდეხში 325 აბონენტს სასმელი წყლის მრიცხველზე დარიცხული გადასახადი ჩამოეწერა.
15:09 / 05.12.2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები 26 წლის ტატო
შეითნიშვილი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები 26 წლის ტატო შეითნიშვილი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს.
17:31 / 04.12.2019
სხვა ამბები
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება. მოსწავლეებს გამოცდა სხვადასხვა საგანში 5 დღის განმავლობაში 2 სესიად ჩაუტარდებათ.
12:53 / 04-12-2019
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში მორიგი საკლუბო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც გურჯაანის და საგარეჯოს გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
12:27 / 03-12-2019
კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“
15:18 / 27-11-2019
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში,ნანა იოსელიანის თასზე კახეთის რეგიონის მოსწავლეთა გუნდური პირველობა ჩატარდა. შეჯიბრში 48 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
16:24 / 18-11-2019
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
14:36 / 14-11-2019
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2690
USD
USD
1
2.9466
GBP
GBP
1
3.8683
TRY
TRY
1
0.5113
RUB
RUB
100
4.6218
ამინდი
გურჯაანი -1 / 9 °C
img
საგარეჯო -2 / 6 °C
img
დ.წყარო -3 / 4 °C
img
სიღნაღი -2 / 8 °C
img
ლაგოდეხი -2 / 7 °C
img
ყვარელი -1 / 9 °C
img
თელავი 0 / 7 °C
img
ახმეტა -1 / 7 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.