ახალი ამბები
კვების ობიექტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გამოსცა რეკომენდაციები. კერძოდ:

  • მათ ოპერირების უფლება ეძლევათ მხოლოდ ე.წ მიწოდების სერვისების გზით;
  • იზღუდება სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობების, კერძოდ, სასტუმროში არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირება;

მისაწოდებლად განკუთვნილი სურსათის მომზადებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული შემდეგი პირობები:

  • სურსათის გაცივების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს ტემპერატურული რეჟიმები;
  • პერსონალის მიერ გამოყენებული იქნეს ერთჯერადი პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი;
  • ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით;
  • ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია 70% სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით;
  • ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
  • სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა);

მომხმარებლისთვის სურსათის მიწოდებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:
  • პერსონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადით და ხელთათმანით;
  • სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
  • სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.

სურსათის უწეროვნულმა სააგენტომ ყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ,ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკომენდაციებს გასცა ბიზნესოპერატორებისთვისაც.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვალუტის გადამცვლელი
პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ. სებ-ის ვალუტის
გადამცვლელ პუნქტებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ. სებ-ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
11:39 / 03.06.2020
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, 
საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით
ორგანიზება მოხდება, უშუალოდ უბანზე შესვლისას კი მოქალაქეს
თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით,  საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ორგანიზება მოხდება, უშუალოდ უბანზე შესვლისას კი მოქალაქეს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.

15:50 / 02.06.2020
1 ივნისს კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 24 ნიმუშის
პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა.
1 ივნისს კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 24 ნიმუშის პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა.
11:34 / 02.06.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით
გაიზარდა და 796 გახდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 796 გახდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
10:24 / 02.06.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა
რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპს იწყებს.
10:23 / 02.06.2020
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4366
USD
USD
1
3.0772
GBP
GBP
1
3.8671
TRY
TRY
1
0.4542
RUB
RUB
100
4.4862
ამინდი
გურჯაანი 17 / 34 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 15 / 29 °C
img
სიღნაღი 17 / 34 °C
img
ლაგოდეხი 15 / 31 °C
img
ყვარელი 17 / 34 °C
img
თელავი 16 / 29 °C
img
ახმეტა 14 / 29 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.