საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ "ქარტიის პრიზი 2020-ის"
გამარჯვებულები გამოავლინა.
ჟიურიმ საუკეთესოდ შემდეგი ნამუშევრები მიიჩნია:
-ვიდეორეპორტაჟი - თამარ გელაშვილი - სტუდია მონიტორი - უშგულის
ზარი
-მულტიმედია - თეა თოფურია - რადიო თავისუფლება - მოგიყვებით, როგორია
საარსებო მინიმუმით ცხოვრება - რადიო თავისუფლების ექსპერიმენტი;
ექსპერიმენტი გრძელდება: მეორე კვირა საარსებო მინიმუმზე; მესამე
კვირა საარსებო მინიმუმზე;
-ჟურნალისტური გამოძიება - ზურა მოდებაძე - სტუდია მონიტორი - სუს-ის
პროტეჟეები;
-სტატია - თამარ ბაბუაძე, სალომე მელუა - ინდიგო - აკრძალული
ჰაერი;
-მულტიმედია COVID-19-ზე - მანანა ქველიაშვილი - ბათუმელები -
COVID-19 აჭარაში;
-სტატია COVID-19-ზე - რობიზონ ზარიძე - სამხრეთის კარიბჭე -
საკარანტინო სასტუმროების პროგრამა - მილიონები პარტიის
მეგობრებს;
-ვიდეორეპორტაჟი COVID-19-ზე - ვლადიმერ ჩხიტუნიძე - სათემო რადიო
მარნეული - „ძალიან მეშინოდა“, "არ ვიცოდი ომი იყო თუ რა“ - Covid-19
და მარნეულის ყრუთა კავშირის ბენეფიციარები;
-გამოძიება COVID-19-ზე - გიორგი მგელაძე - რადიო თავისუფლება -
“პირბადე ლუგარის სერტიფიკატით” - სარეკლამო მინაწერი თუ ხარისხის
ნიშანი;
პირველ ოთხ კატეგორიაში პრიზი გაიცა აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის
კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო COVID-19-ის
საკითხებზე პრიზი დაწესებული იყო IREX-ის M-TAG პროგრამის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები