რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე ხვალ გაგრძელდება
პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით, მუხლობრივად
განიხილავდნენ, რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს, 21:00 საათზე
დასრულდა და ხვალ, 1 მაისს 12:00 საათზე გაგრძელდება.
დღეს, 30 აპრილს, 11 მუხლისგან შემდგარი კანონპროექტის მხოლოდ 3
მუხლზე მსჯელობა დასრულდა.
სხდომის მიმდინარეობისას, კანონპროექტის მომხსენებელ, ანრი
ოხანაშვილსა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის არაერთ სიტყვიერ
დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ოხანაშვილმა არაერთი შეკითხვა დატოვა
უპასუხოთ იმ საბაბით, რომ შეკითხვები გადანაწილებული და
მანიპულირებული იყო.
„ეს არის დაწერილი შეკითხვები, გადანაწილებული, მანიპულირებული“, -
ასე შეაფასა ოხანაშვილმა ოპონენტების შეკითხვები,” -ასე შეაფასა
ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვები
სხდომის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვები ასეთივე ცინიზმით შეაფასა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც.
„ეს ცირკი უნდა დაასრულოთ, სამარცხვინო ადამიანები ხართ... ახლა მიდის
ცირკი უბილეთოდ,“ - განაცხადა შალვა პაპუშვილმა სხდომის
დასასრულს.
შეგახსენებთ, რომ იმისთვის, რათა რუსული კანონი პარლამენტმა საბოლოოდ
მიიღოს, ის კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა
განიხილონ და კენჭი უყარონ.
კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის სავარაუდო თარიღად, ამ
დროისთვის, 17 მაისია ჩანიშნული.
ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ მიმდინარეობს
საპროტესტო აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!”.
მასალის გამოყენების პირობები