ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, მოქმედი რეგულაციების
დარღვევის 814 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა
სამინისტრო ავრცელებს.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის
შესაბამისად 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან
მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული
გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის
განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის
შესაბამისად 711 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის
შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური
პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის
ოდენობით.
განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები